vaxushti13ზოგადად ინტერნეტში კომპიუტერები ერთმანეთს უკავშირდებიან IP მისამართებით.
ანუ, საიტზე რომ შეხვიდე შენ უნდა აკრიფო IP მისამართი.
ეს არის Facebook-ის ip მისამართი
http://173.252.120.68მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანს უჭირს ციფრების დამახსოვრება, მოიფიქრეს Domain სახელები.
ანუ, მაგ ციფრებს შეუსაბამებენ რამე სახელს და იმას რომ აკრეფ, სპეციალური სერვერი მაგ სახელს შეცვლის ციფრებად.
Facebook-ის შემთხვევაში ეგ Domain სახელია Facebook.com
ბრაუზერში თუ აკრეფ
http://facebook.com ავტომატურად შეიცვლება
http://173.252.120.68-ით და შეხვალ Facebook-ზე.
ხოლო სერვერს, რომელიც Facebook.com-ს ცვლის 173.252.120.68 -ად, ეწოდება DNS (Domain Name Server)
კავკასუს და სილქნეტს აქვთ თავიანთი DNS-ები, რომელსაც ავტომატურად იყენებს მაგათი მომხმარებლები.
მთავრობას შეუძლია უთხრას, მაგ კომპანიებს, რომ ჩაასწორონ DNS და Facebook.com აკრეფისას, მომხმარებლები აღარ გადაიყვანონ 173.252.120.68 მისამართზე.
ამით, მაგ მომხმარებლებს Facebook.com დაებლოკებათ.
მაგრამ DNS ასევე აქვს Google-საც, საქართველოს მთავრობა მაგას ვერაფერს ეტყვის, ამიტომ თუ Google-ის DNS-ს გამოიყენებ,
Facebook.com ჩვეულებრივად გადაგიყვანს 173.252.120.68 მისამართზე და შეხვალ Facebook-ზე
მაგრამ, თუ რამე სხვა გზებით დაბლოკავენ, მაშინ DNS -ის შეცვლამ შეიძლება ვერ გიშველოს და Proxy იყოს საჭირო.
This post has been edited by Accident on 21 Mar 2016, 22:13