dvbt2
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4379
წევრი No.: 203972
რეგისტრ.: 21-June 15
|
#47359736 · 24 Mar 2016, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსთავი ორი იმენო ხელს უწყობს. თან მამალი ნაცი ყოფილა ეს ჩემანალა. * * * Nino Labartyava 6 სთ · Tbilisi, Georgia (country) ·
ვრცელი ტექსტია, მაგრამ მოხალისე ჰაკერების "საძმოს", "Umbrella"–ს ეხება და მინდა, წაიკითხოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ! რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი მოხალისე ჰაკერებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველა იმ პირს, ვისი პირადი, სოციალური სივრცე დარღვეულია, დახმარებას სთავაზობენ. ახალგაზრდების აღნიშნულმა ჯგუფმა საკუთარ თავს "Umbrella", ანუ ქოლგა დაარქვეს და ინტერნეტ-სივრცის დასაცავად, მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში, უფასო ონლაინ-დახმარებას სთავაზობენ, აქაოდა, ჩვენ თავისუფალ სიტყვას ვიცავთო, დევიზად კი სამართლიანობისთვის ბრძოლა და ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობა აქვთ. აღნიშნულ სიუჟეტში, "Umbrella"-ს ერთ-ერთი წევრი, ლუკა ფეიქრიშვილი (რეალურად კი, ის დამფუძნებელია), ძალიან სათნო სახით ამბობს, რომ იმ ადამიანთა 95 პროცენტის "ფეუსბუკში", რომლებმაც მათ დახმარების თხოვნით მიმართეს, მეპატრონეების გარდა, სხვა პიროვნებებიც იმყოფებოდნენ. "Umbrella"–ს წევრები სიუჟეტშივე ამბობენ, რომ ჟურნალისტების "ფეისბუკ"-გვერდები სხვაზე უფრო ხშირად ხდება ჰაკერული თავდასხმის ობიექტი და მიაჩნიათ, რომ სხვისი თავისუფალი სიტყვის დაცვით, კანონს არ არღვევენ. ლუკა ფეიქრიშვილი ისევ სათნო სახით ამბობს – ჩვენ არ გაგვიტეხავს არავის ექაუნთი, გადართულები ვართ და ვემსახურებით მხოლოდ დაცვას, რომ თქვენ (ჟურნალისტს მიმართავს) და თუნდაც სხვა მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ დაცულია მათი პირადი ინფორმაცია. ამისთვის ბრძოლაში მე კანონდარღვევას ვერ ვხედავო... ახლა მე გეტყვით იმას, რაც თავს გადამხდა და რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებას ორიოდე კვირის წინ მივმართე: თებერვლის პირველ რიცხვებში, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ძალიან სახალიხო სქრინშოთს, რამაც მართლა ძალიან გამახალისა. სწორედ ამ მიზეზით, თავად მოვძებნე იმ მიმოწერის მთავარი გმირი, "ფეისბუკ"-მომხმარებელი "ლუკი ლუკი" და დავიმეგობრე, ვიფიქრე, ეს ბიჭი კიდევ დადებს ასეთ სახალისო რაღაცებს და გავმხიარულდები-თქო. "ლუკი ლუკი" აღმოჩნდა სწორედ ის ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც ასე მონდომებით აპირებს სხვისი უფლებების დაცვას ინტერნეტ-სივრცეში.. ის ჩემს გაგზავნილ მოთხოვნას დამეგობრებაზე დაეთანხმა და ასე მომწერა (სტილი დაცულია): _ "ნინ, მგონი ჟურნალისტი ხარ და მე "ფრენდებში" დაგამატე, ანუ შენ შეგიძლია ყველა პოსტის ნახვა. ნინ, გთხოვ, რა პოსტებსაც ნახავ ჰაკერობაზე და ვიდეოებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტყდება რომელიმე გვერდი ან საიტი, უმორჩილესად გთხოვ, დარჩეს ჩვენში”. ამაზე ვუპასუხე – მე კი არსად ვიტყვი, მაგრამ რა პონტია ეგ-თქო? ლუკა მპასუხობს: _ "ანუ აგიხსნი. ეს არის ორგანიზაცია "ამბრელა", რომლის დამაარსებელი ვარ მე. აქ გაერთიანებულები არიან ქართველი ჰაკერები და მცოდნეებიც, არამარტო ქართველები. ეს ორგანიზაცია ეხმარება მოქალაქეებს და ასწავლის კიბერ თავდაცვას უსასყიდლოდ, მაგრამ ზოგჯერ, თავისი პრინციპების გამო, ტეხავს სხვადასხვა გვერდებს, საიტებს და "ფეიჯებს" (?) მაშინ, როდესაც ამას არაკანონიერად თვლის. ამიტომ არ ვამატებ ხოლმე არავის და შენ დაგამატე და დარჩეს ჩვენში". და მორჩა, აქ ჩვენი იმდროინდელი მიმოწერა მთავრდება, მე აღარაფერი მიპასუხია. გადის სულ ორიოდე დღე. 13 თებერვალს ჩემს "ფეისბუკის" გვერდზე დავდე – "სააკაშვილი ჩამოყალიბებულ, უბილეთო გიჟთან ასოცირდება"-თქო. ჩემმა აღნიშნულმა პოსტმა ლუკას გაღიზიანება გამოიწვია და იქვე დამიწერა შესაბამისი კომენტარი (შემდეგში წაშალა), რასაც ჩემი პასუხიც მოჰყვა, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთისთვის არ მიგვიყენებია და ჩვენი საუბარი პირად ჩათში გადავიდა. ლუკამ კი მომწერა, "ნაციონალების" მხარდამჭერი არ ვარო, მაგრამ მიშას და მისი ხელისუფლების "გაპრავება" რომ გავუპროტესტე, ამის გამო ეს "კაცთმოყვარე", "სხვისი, განსაკუთრებით კი ჟურნალისტების პირადი სივრცის მცველი" ჰაკერი მუქარაზე გადავიდა. _ "აი, მე კი ჰაკერი ვარ და ვიცი, რომ შენი ნომერი 33-ით მთავრდება, ვიცი, რომ მაილ.რუ-ზე ზიხარ და ვაბშე ყველაფერი ვიცი შენზეც და მართლა ისეთები ვიცი, რომ გაიგონ გამსროკავენ (?) და რამდენს მესაუბრები ახლა?" გინდა ახლა მაგ ინფორმაციის გამო ცუდ ამბავში გაეხვე-თქო?–მივწერე და სიტყვასიტყვით ასე მპასუხობს: _ "სანამ რამეს ვიტყვი, უკვე გააზრებული მაქვს რას ვამბობ. ასე რომ ვერ გამხვევ, გპირდები. რომ შეეცადო, "ფეისბუკს" კი არა, თავს მოიკლავ, დამიჯერე". იჩივლე თუ გინდა, ეგ შენი მოქალაქეობრივი უფლებააო, კიდევ ნაგლად მწერდა... ამას არ დავტოვებ ასე-მეთქი და მპასუხობს: _ "ომი გინდა? იქნება ომი. ახლა კარგად იყავი... შენს თავს დააბრალე ამ წამიდან! მთელი შენი მინაწერ-მონაწერებიანად!" ამ დიალოგის შემდეგ (სრული მიმოწერა სულ ამ სტილში არის), ეს "კეთილი", "სამართლიანობისთვის" და "მოქალაქეების ინტერნეტ-უსაფრთხოებაზე მზრუნავი" ჰაკერი მეგობრებიდან მშლის. იმის გამო, რომ ვიცოდი, ჰაკერთან მქონდა საქმე და ვხედავდი, რამდენად გაღიზიანდა ჩემი პოზიციების გამო, ნამდვილად ვიფიქრე, რომ ლუკა ფეიქრიშვილს, შესაძლოა, მართლაც გაეტეხა ჩემი პირადი "ფეისბუკის" გვერდი, მაშინვე დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის მიზნით კი დღენახევრის განმავლობაში საერთოდ გავაუქმე ჩემი გვერდი. უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ორშაბათს (თუ დღე სწორად მახსოვს, აღნიშნული მიმოწერა შაბათს შედგა) მივსულიყავი ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე და აუცილებლად შემახვედრებდა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლობას და უკვე მათთან გამეარა აღნიშნული საკითხი. მართლაც, ორშაბათს მივედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ყველა თავაზიანად დამხვდა, ვესაუბრე კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს, ავუხსენი საკითხი და მან უკვე ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო უწყების ერთ-ერთ გამომძიებელთან გამიშვა. გამომძიებელმა ყურადღებით მომისმინა. რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩემივე თანხმობით, მოხდა ჩემს "ფეისბუკში" ლუკასთან ზემოთაღნიშნული მიმოწერის ნახვა, მათი ამობეჭდვა, შევადგინე განცხადება, რომ "ლუკი ლუკის", ანუ ლუკა ფეიქრიშვილს, არაა გამორიცხული, მართლაც შეეძლო ჩემი "ფეისბუკის" გვერდის გატეხვა, რომ ის დამემუქრა - "ამ წამიდან მთელი შენი მინაწერ-მონაწერებიანად", "თავს მოგაკვლევინებო" და მოვითხოვე, დაედგინათ ამ ადამიანის ვინაობა (იმ მომენტისთვის არ ვიცოდი მისი სრული სახელი და გვარი) და შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ, ჩემი პირადი ინტერნეტ-სივრცის და პერსონალური ინფორმაციების დასაცავად. გამომძიებელმა მითხრა – ამ ყველაფერს გავაცნობ პროკურორს და ის გადაწყვეტს, აღძრას თუ არა საქმე ამ შემთხვევაზეო, შეიძლება, თქვენთვის "ლუკი ლუკის" ნათქვამი მუქარად აღიქმება, მაგრამ პროკურატურამ ეს მუქარად არ აღიქვასო, ამიტომ აუცილებლად დაგირეკავთ და გაგაგებინებთ პასუხსო. მე ვუთხარი – მეტი რაღა უნდა მოეწერა? ამას ვიღაცა რიგითი ადამიანი ხომ არ მეუბნება? ჰაკერია ტიპი და რამე იღონეთ-მეთქი. მაქსიმალურად ვეცდებიო, დამპირდა და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სულ რამდენიმე დღის წინ მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება – თქვენს მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე ამ დღეებში მოგივათ ოფიციალური წერილი ჩვენი უწყებიდან, იმის შესახებ, რომ თქვენი განცხადების საფუძველზე საქმე არ აღიძრაო. რატომ-მეთქი? იმიტომ, რომ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა მიმოწერაო... და მე რომ აღვიქვი ეს მუქარად, ეს არაფერს ნიშნავს-მეთქი? როგორც გითხარით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმე არ აღიძრაო, გამიმეორა რობოტოვით... აი, ესეც შენი ჟურნალისტის პირადი ინტერნეტ-სივრცის და მონაცემების დაცვის საუკეთესო მაგალითი, რა! მეტი რა იყო საჭირო იმისათვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო აღნიშნულ შემთხვევაზე, მე აღარ ვიცი! სამაგიეროდ, გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვები, რომ ლუკასნაირი პიროვნებების და მისი ჯგუფის მსგავსი სხვა ჯგუფების ხელშეუხებლობა, შესაძლოა, სწორედაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული უწყების ინტერესში შედიოდეს! რატომ? იმიტომ, რომ იქ ისევ არიან "ნაციონალების" დროინდელი კადრები, რომ ლუკა ფეიქრიშვილიც მიშა სააკაშვილის მხურვალე მხარდამჭერი სჩანს და მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე კიბერ-თავდასხმები, შესაძლოა, სწორედ ასეთი დაჯგუფებების მეშვეობით ხორციელდებოდეს და ამ ყველაფერს კი შსს აფარებდეს ხელს! პირადად მე, ისიც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, მაინცდამაინც "ნაციონალების" რუპორი "რუსთავი 2" რომ უკეთებს პიარს ამ ჰაკერებისგან შემდგარ ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც მე, ჟურნალისტს, მემუქრებოდა, - შენზე ყველაფერი ვიცი და რამდენს მელაპარაკებიო? ომი გინდა? – ომი იყოს, ამ წამიდან, მთელი შენი მინაწერ-მონაწერებიანადო! და ამათმა უნდა დაგვიცვან ჩვენ კიბერ-თავდასხმებიდან? ამ დაჯგუფებამ უნდა იზრუნოს რიგითი მოქალაქეების პირადი ინტერნეტ-სივრცის დაცვაზე, რომლის დარღვევითაც მისი დამფუძნებელი მემუქრებოდა? რომელიმე პოლიტიკოსისთვის რომ მიეწერა ჰაკერს მსგავსი რამ, რაც მე მომწერა, მაინტერესებს ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტსაც გამოძიების გარეშე გაატარებდა ერთი ყურიდან მეორეში? მაინცდამაინც, პოლიტიკოსი უნდა ვიყო, რომ ჩემი პირადი ინტერნეტ-სივრცე და თავისუფალი სიტყვის უფლება დაიცვას ჩემმა სახელმწიფომ, რომელსაც მე ფულს ვუხდი? პოლიტიკოსის პირადი სივრცე, თურმე, დაცული უნდა იყოს და ჩემი – არა? აი, ეს ორმაგი სტანდარტები და "ნაციონალური" მიდგომები მივაქუნქურე მე! მე პირდაპირ ვაცხადებ: თუკი ვიღაც (ან ვიღაცები) გაავრცელებენ ჩემს ნებისმიერი სახის რომელიმე მიმოწერას, ან ინფორმაცის ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, ამაში მე პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადანაშაულებ, რადგან მათ არ მიიღეს შესაბამიზი ზომები ჩემი ოფიციალური მიმართვის შემდეგ! და ასევე, ერთ-ერთ პირველს ვადანაშაულებ ჰაკერ ლუკა ფეიქრიშვილს და მის "ფეისბუკ"-დაჯგუფება "ამბრელას", რადგან კაცმა არ იცის, რა სახის ინფორმაცია გაიტანა პერსონალურად ლუკამ ჩემი "ფეისბუკიდან", ან რას გაიტანს მომავალში! შეხვედრაზე გამომძიებელმა კი მითხრა – თქვენი "ფეისბუკის" გვერდი გატეხილი არ არის ამ მომენტისთვისო, მაგრამ რეალური იყო თუ არა ეს, ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მით უმეტეს, ჩემს "დაბოლებას" დიდი ძალისხმევა არ სჭირდება – მე და კიბერუსაფრთხოების საკითხი ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც თხა და მანიკიური... დიახ, მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს პირადი ცხოვრება, ინფორმაციული ხასიათის მიმოწერები სხვადასხვა პიროვნებებთან და ნამდვილად ვერ ვგრძნობ თავს დაცულად იმ პირობებში და იმ სიტუაციაში, რაც ზემოთ დავწერე! სადაც მე ვერ ვგრძნობ თავს დაცულად, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე რატომ იგრძნობს თავს ასე? მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება "ამბრელას" პატიოსან საქმიანობაში, საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე და ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ ენდობით სრულიად უცნობ, თან აღნიშნული ჯგუფის წევრებს და ზოგადად, ჰაკერებს! ნუ მისცემთ უფლებას, შემოვიდნენ და "კეთილი მიზნებით" გააკონტროლონ თქვენი პირადი "ფეისბუკ"-გვერდი და ნუ მისცემთ საკუთარ დასაკლავ დანას ხელში! და თუ მაინცდამაინც გინდათ, დაცული იყოს თქვენი პირადი ინტერნეტ-სივრცე, საკუთარ საახლობლოში მოიძიეთ საკითხში ჩახედული კომპეტენტური პირი და კონსულტაცია მასთან გაიარეთ. ყველა ანკესს ნუ წამოეგებით დაბნეული თევზებივით და ნუ ჭამთ ქაქებს! ამით ცხოვრებას გაცილებით უფრო გაირთულებთ, ან როგორც მინიმუმ, დაძაბულობას ვერ მოიხსნით იმის ფიქრში, რომ ვინმე ასეთმა "კეთილმა" ჰაკერმა თქვენი გვერდი საკუთარი ნებასურვილით არ "დაჰაკოს" და თქვენგან წაიღოს ის ონფორმაცია, რაც თქვენს პირად თუ საქმიან ცხოვრებას გულისხმობს!
|