ოშოზე ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის ნახვას გირჩევთ, ვისაც მედიტაცია არ გაინტერესებთ იმათაც.
ძალიან საინტერესოდაა გადაღებული, ერთ ბანაკზე რელიგიური ფანატიკოსები ვინც ოშოს სატანისტად თვლიდნენ და მეორე მხარეზე ოშოს მხარდამჭერები,
დოკუმენტური სერიალი მხარეს არ იჭერს, მაყურებელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინაა მართალი და ვინ მტყუანი.

მე ვფიქრობდი ოშომ ორგანიზაცია რატო არ დატოვა მეთქი, და კი დაუტოვებია სინამდვილეში, მისი ყველა სწავლებები შენახულია.
საიტზე 16 მედიტაციის სახეობები არის წარმოდგენილი, 7 დღე უფასოა გამოსაცდელად, დასუბსქრაიბება 1 თვე 5 დოლარად, 1 წელი 34 დოლარად.
https://iosho.osho.com/imeditateმაგრამ არ არის იმდენად პოპულარული, ხალხს 20 წუთის დახარჯვა ენანებათ და 1 საათიანებს ვინ გაქაჩავს?
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უფრო ჯგუფურ მედიტაციებზეა გათვლილი, თუნდაც იგივე დინამიურ მედიტაციაზე სპეციალურადაა ნარჩევი რო ჯგუფთან ერთად უნდა აკეთო,
რისთვისაც საჭიროა ცენტრი, რაც საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ სასომხეთში აქვთ მაგალითად.
არარსებულ ენაზე ლაპარაკის მედიტაციამ დამაინტერესა, მაგას გამოვცდი, მაგარი ღადაობა ჩანს.