მოკლედ და არც ისე მოკლედ, რაღაცნაირ დასკვნამდე მივიდეთ.
ინტერნეტი თავის მხრივ არაჩვეულებრივი რამეა. მე მიყვარდა ინტერნეტი ადრე, როდესაც ის მხოლოდ ინფორმაციის მოძიების წყარო იყო, ინტერესის სფეროს მიხედვით მასალების კითხვის, შესაბამისად გართობის, მოკლე და კონკრეტული საუბრების მხოლოდ ნაცნობ ადამიანებთან, ინტერნეტი ჩემი ცხოვრების 5% - ს შეადგენდა მხოლოდ.
აი სამი წლის უკან ავიღე და დავარეგისტრირე ნიკი, ამისკენ რამ მიბიძგა ცალკე თემაა, მას შემდეგ მთელი გავირტუალურდა. ეს ძალიან ხელოვნური და არაბუნებრივი მომენტია.
აი თავიდან თქვენზე ვფიქრობდი როგორ საშინელი და უზრდელი ადამიანები იყავით, ისეთებს წერდით მე მრცხვენოდა თქვენს მაგივრად. თან ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ამდენი პოსტი დაეწერა ადამიანს და ამდენი დრო ეტარებინა მჯდომარეს და მდუმარეს.
და რა ხდება დღეს, სამი წლის შემდეგ? მე თქვენ გიგებთ, მოვეჩვიე ბილწი წიტყვების კითხვას და მეტიც, მეცინება კიდეც. და უფრო მეტიც, რაღაცნაირად საყვარელი და კეთილი ხალხი მგონიხართ.
ხოდა, ძმაო, სანამ თავად არ ჩადიხარ ტალახში, იმრიზები, აი რომ ჩახვალ მერე ტალახის აბაზანების სიკეთეზე ფიქრობ.
მინახავს ადამიანი, ვინც გაღვიძებისთანავე ინტერნეტში ძვრება და გვერდით მყოფს არათუ ვერ ამჩნევს, კიდეც ეზედმეტება. თავადაც ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, როდესაც გვერდით მყოფი დიდად არ მიზიდავს.
ახლა ამით ციფრებიდან ისევ თავის ადგილზე დავაბრუნე აზრები და დავასკვენი არც არაფერი. ყველამ თვითონ დაასკვენით თქვენთვის.

არჩევანი თქვენზეა მიუდგებით საკითხს ობიექტურად თუ განაგრძნობთ ბრიყვულ, ბრმა და ზომბირებულ ტენდენციურობას თუ ღიად და თამამად შეხედავთ რეალობას. მე კი ახლა ამ თემას დავხურავ, იმიტომ არავინ დაწერთ იმას, რასაც ფიქრობთ და ავიღე და დავარეგისტრირე რომ მიწერია მაგას დააციტირებთ და მკითხავთ "მძიმე იყო?" ან "თვითონ ინტერნეტი რას ამბობს?" მე კიდევ არ გამეცინება, არასასაცილო ამინდია და იმიტომ.