
საქართველოს ჰაკერთა ფედერაციასთან აკა "ამბრელასთან" არსებული
ახალგაზრდული თვითშემოქმედების ცენტრი
აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ჰაკერობის შემსწავლელ კურსებზე.
შეისწავლება:
- ვინდოუსის გადაყენება (ფლეშკიდან)
- სამსახიობო ოსტატობა და კამერასთან მუშაობა
(ჯგუფის ხელმძღვანელი - საქართველოს დამსახურებული ხაკერი ლ. ფეიქრიშვილი)
- ფეისბუკის, ტვიტერის, ფორუმის და საერთოდ ნებისმიერი საიტის პაროლის გაგება
(მომხმარებლის გავარვარებული უთოთი წამების უახლესი მეთოდით)
სტუდია აღჭურვილია:
უძველესი ტრილიაჟებით
800X600 პიქსელი სამსუნგის მონიტორებით
პენწიუმ სამებით
შესაძლებელია მასწავლებლის სახლში გამოძახებაც
(ტრილიაჟის გადატანის ხარჯებს ჩვენს თავზე არ ვიღებთ)
სერტიფიკატის სახით გაიცემა:
V for Vendetas-ს კედელზე დასაკიდებელი მასკა
კაპიშონიანი ზედა
ორი ზომით დიდი ჯინსები
გისურვებთ წარმატებებს და ნათელ მომავალს
სულ ბუტსტრაპზე გეხაკეროთ

საკონტაქტო ინფორმაცია:
არაა საჭირო, ჩვენ თავად მოგძებნით
ასევე მიიღება სხვადასხვა წინადადებები და იდეები თავად მოსწავლეებისგანაც.
This post has been edited by zumbito on 28 Mar 2016, 18:27