საინტერესო მომენტია.. როცა პოლიტგანში რომელიმე პოლიტგანყელს გარიყავენ და ის.. აფარებს უსათაუროს თავს და აქ ეძებს.. რას ?
იხილეთ თემა :
ფაჩრის ღერის მთვლელთა კლუბირა უნდა თქვენი აზრით ამ იუზერს ? რას გამოელის ამ განყიდან? რატომ გახსნა ეს თემა რომელიც დავლინკე? ემოციური ნაგავსაყრელი ვართ?
ჩემი აზრით სწორედ ასე მივაჩნივართ მას, საკუთარ ემოციურ ნაგავსაყრელად
მოდის უარყოფითი ემოციებით და ჩვენ გადმოგვცემს მას წერილობით , ამ დროს კი შეტრიალდება პოლიტ განყში დაცლილი უარყოფითი ემოციებისგან და გააგრძელებს დასტოინად პოსტვას..
პოლიტგანყის მოდერების შიშია ალბათ მთავარი ფაქტორი ასეთი ქცევისა..
მე რაც მაწუხებს არის ის თუ გამოსავალს რაში პოულობენ ეს და სხვა პოლიტგანყელები..
უსათაურო აქციეს ემოციურ ბუნკერად და აქ იცლებიან.. აყროლებენ ყველაფერს თითქოს ტუალეტი იყოს..
თქვენ გსიამოვნებთ ეს? არ გეშლებათ ამის შემხედვარეს ნერვები?
შემოდიხართ განყში, გინდათ კლასიკური მუსიკის თემაში მიეცეთ განცხრომას, ან სხვა დიდებულ თემებში დაიკმაყოფილოთ საკუთარი ინტელექტუალური მოთხოვნილებები და ამ დროს რა გეჩხირებათ თვალში?
რა და უსირცხვილო პოლიტგანყელი.. რომელიც ხვდებით მისი ქცევიდან გამომდინარე არც თქვენ არც თქვენს განყს და არც თქვენს წმინდა თემას არ ცემს პატივს.
როგორ ფიქრობთ რა ზომები უნდა მივიღოთ ამ უპატივცემულობასთან საბრძოლველად? ეს ერთი ადამიანია მხოლოდ, ამას კარგი გაგდებაზე არც ვლაპარაკობ თუ საქმეს დაჭირდა მოვკლავთ, მაგრამ ხომ მოვლენ სხვა პოლიტგანყელები კიდევ..
ხმაურიანი სიკვდილის შემდეგ ავტომატურად მოგვერიდებოდნენ მაგრამ ეგ არ გვაწყობს იმიტომ რომ პოლიცია არსებობს.. გაგდებით კი გავაგდებთ, მაგრამ ერთი და ორი უსათაუროში შემოსული პოლიტგანყელი გაუგდიათ? ეს გამოსავალია არ არის როგორც ჩანს, იმიტომ რომ ისევ და ისევ აგრძელებენ სხვლას..
ერთადერთი ვფიქრობ რა გამოსავალიც რჩება, არის თავდასხმა.. თავდასხმა პოლიტგანყზე.. ომი უნდა დაიწყოს.. სისხლიანი ომი რომელშიც მხოლოდ ერთი მხარე გაიმარჯვებს.. ან დავმარცხდებით ან მოვიგებთ. ჩვენ ომი გვიწერია, ეს ჩვენი ბედი მოვალეობა და ვალდებულებაა. ახლა ჩვენ ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და შევუტიოთ პოლიტგანს..
მოდიხართ? თუ რჩებით? ვინ გაუძღვება ჯარს? ერთი თუ წავა მიყვება მას ყველა. ვინ იქნება ის ერთი? იღებთ ვინმე ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე?
მე გეტყვით ვინც იქნება წინამღძოლი
ყველა
ყველა იქნება წინამძღოლი

შენ ახლა რომელიც ამას კითხულობ, თუ გიწერია მოსთ აქტივში უსათაურო და გინდა იყო ამ დიადი ომის მონაწილე რომელიც დღეს აქ და ახლა იწყება შენს თვალწინ , შენ იქნები საკუთარი თავის მთავარსარდალი ! ყველა საკუთარ თავს გაუძღვება. წადით მეგობრებო. გადადით შეტევაზე. შეესიეთ პოლიტყანს

ბევრი დაიჭრება. უამრავი სამუდამო ბანი დარიგდება. მაგრამ ჩვენ მკვდრეთით აღვსდგებით. კიდევ და კიდევ მრავალი ექაუნთებით შევუტევთ პოლიტგყანს და ეს ომი არასოდეს შეწყდება ასეთი სიმწვავით როგორცითაც ახლა დაიწყება . ის მარად გაგრძელდება. სამაგიეროდ აღარ მოგვიწევს ემოციურ ბუნკერად ყოფნა პოლიტგყანელების თვალში, რისი სიცუდეც ის არის იმისა რომ ასე ფიქრობენ რომ შემოდიან და არ გაცლიან კლასიკური მუსიკის მოსმენას უსათაუროში წყნარად. იქნება ომის დრო შესვენებებიც. შემოხვალთ უსათაუროში წამოწვებით დაისვენებთ ომიდან მოსული დაღლილი და მოუსმენთ თქვენთვის კლასიკურ მუსიკას კლასუკური მისიკის თემაში

ამ დროს კი, პოლიტყანყელების ჭაჭანი არ იქნება უსათაუროში. მხოლოდ პოლიტყანში იქნება.
ლენტი გაჭრილია
დაიწყეთ ომი