აშშ-ის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორ სულხან წულაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
17:20 15-04-2016
აშშ-ის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორ სულხან წულაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს”დაკავებულის ძმამ, გიორგი წულაძემ განუცხადა, სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” შექმნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც, 12 აპრილს სამართალდამცველებმა დააკავეს.
სულხან წულაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
”არაეთიკური კი იყო ის თემა, რომელიც გახსნა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოყენებული სასჯელი არის არამართლზომიერი. ვინც იცნობს სულხანს, წლებია ის ფორუმზე ამ ხუმრობების მეტს არაფერს წერს და არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას დაემუქრა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” სულხან წულაძის ძმამ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს ჩაინიშნა.
-------------------------------------------------------------------------
საცოდავი, 2 ივნისს არის სასამართლო ჩანიშნულიო, მანამდე იქ უნდა იჯდეს? თან ორი პატარა ბავშვი ყოლია