trankaცოტა განვავრცოთ...
იუმორის სახეობები:
ირონია - იუმორი რომელშიც არის შეუსაბამობა პირდაპირ ნათქვამსა და ქვეტექსტს შორის, ანუ როდესაბ ამბობ ერთს და გულისხმობ იმის საწინააღმდეგოს. მაგალითად მე ვიმბაობ, რომ შენ ხარ ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი და ამ მომენტში აშქკარად საწინააღმდეგო იგულისხმება ჩემს სიტყვებში..
სარკაზმი - იუმორი რომელშიც გადმოიცემა მწარე სიმართლე პირდაპირ და არა რაიმე ქვეტექსტებით.
კალამბური - იუმორი, რომელშიც ხდება სინონიმების, ანტონიმების და ომონიმების თამაში წინადადებაში. ანუ როდესაც წინადადებას ორაზროვანი მნიშვნელობა დაყვება ან რაიმე მზგავს სტილში. მაგალითად სახაჭაპურეში როდესაც შეუკვეთავ აჭარულ ხაჭაპურს და ოფიციანტს ეტყვი: უკაცრავად ერთი დიდი ორი კვერცხით..
ჰიპერბოლა - იუმორის ისეთი სახე, რომელსაც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად წარმოადგენს რადგან სასაცილო იყოს.
გროტესკი - იუმორი რომელშიც რეალური და ფანტასტიური არეულია ერთმანეთში. აი მეზობელი მყავს რომელიც რაღაცას ყვება ყოველთვის და ხან ხანჯლებით ტყვიებს იცილებს. ან კიდევ ორი ბორბლით ატარებს მანქანა, როდესაც პატრულს გაურბის..
ალეგორია - იუმორის სტილი, რომელშიც გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე. მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა. მაგალითად მეგობარი როდესაც გყავს ფეხბურთელი და ასე როდესაც ეტყვი: ეგრე ვქნა, მე შენ პასს მოგცემ და შენ კი გოლი გაიტანე.. ანუ აქ იგულისხმე, რომ მე შენ დაგეხმარები და გასაკეთებელი შენ გააკეთეო..
თეთრი იუმორი - იუმორი, რომელშიც არის ალოგიკურობა და შეუთავსებადობა. იუმორი, რომელიც საღი აზროვნების ჩარჩოებში არ ეტევა. თითქოს და რაღაც უაზრობაა, მაგრამ ეს უაზრობა ძაან სასაცილოა. აი მაგალითად სერიალი ერთხელ ვარკეთილში..
კარიკატურა - სასაცილოდ დამახინჯებული ნახატი, ან წერილობით დამახინჯებულად აღწერილი..
პაროდია - იუმორის სტილი, რომელშიც რომელიღაც ადამიანის ქცევის წესებს და საუბარის მანერებს იმეორებ.
ტუალეტის იუმორი - იუმორის სტილი, რომელშიც სასაცილოდ ითვლება ფიზიოლოგიური თვისებები (ღებინება, მოშარდვა და ა.შ.) როგორც წესი, მზგავსი იუმორის სტილი ბავშვებს მოსწონთ.
შავი იუმორი - იუმორი, რომელშიც შეიცავს ძალადობას, ტკივილს, სიკვდილს და ა.შ. მაგალითად გამოსტაცე ბებოს პარკი, ბებომ გითხრა რას აკეთებ შვილოო, რაზეც ბებოს გაუქნიე სახეში ისევ ეს პარკი და მიაძახე, რომ გაეჯვა ბებოს აქედან..
ფარსი ჯამბაზი არის ამ იუმორის სტილში.. მარტივი მაგალითი: მიდის ბურთი მოხვდა თავში, დაიწყო ტრიალი თითქოს თავბრუ დაესხა და წაიქცა. ან დაიმანჭა სასაცილოდ..
ცინიზმი ვიღაცი პიროვნები ან ხალხთა დაჯგუფების ჭეშმარიტების დაცინვა. მაგგალითად:
ანეგდოტი, დიალოგი, სკეჩი, მონოლოგი, სხარტული და ა.შ. ეს ყველაფერი იუმორის გადმოცების ფორმაა..
This post has been edited by გალე on 4 May 2016, 06:14