
ასეა. არც იმას აღიარებენ, რომ მიმდინარე ბიჭს მათთან მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება აკავშირებთ, ე.ი. სექსი.
დაქალებთან ასე ამბობენ: მე სიყვარულის გარეშე არ შემიძლია ვინმესთან ახლო კონტაქტი. ოოო... მე ის მიყვარს. რომ არ მიყვარდეს ვერ შევეხები. არადა, ამ დროს უსიყვარულოდ კოცნა შეუძლია თურმე გოგოს.
მას ისე ვუყვარვარ, ისე ზრუნავს ჩემზე, ის ნამდვილი მამაკაცია... არადა, ამ დროს ტიპიური გამომყენებელი ბიჭია, რომელიც მაგრა ადვილად მიჩმორდება და ნორმალური გოგოს ხელში.
ამ საუბრისას ყველაფერი ნათელია მის მიმიკებზე, ხმის ტემბრზე და ფაქტობრივ ანალიზზე დაყრდნობით
მაგრამ ჰუმანურობა და ნაწილობრივ ფეხებზემკიდიაობა გაიძულებს ჩუმად უსმინო, უღიმო, თავი უქნიო.
თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება კორექტულად და მეგობრულად გადაუკრა, რომ იცი რა რატომაა. ამ დროს წამიერად ჩუმდება და ისე აგრძელებს, თითქოს არც გაუგია. აქ უსიტყვო შეთანხმება იდება შენსა და მათ შორის და მას მერე წყვეტს ტყუილების ყბედობას შენთან.
მეორე კატეგორია ამ დროს იფხორება და უზარმაზარ სიტყვას წაიკითხავს იმაზე, რომ ცდები. რომ ის სიყვარულის გარეშე ვერ იღგზნება და რომ მისი კაცი მის მიმართ შლეგი მიჯნურია.
შენ თუ ისევ გაუღიმებ და დაანახებ რომ იცი სინამდვილე, რომ ამ სინამდვილეს როგორც ფაქტს ისე უყურებ, შეფასებების გარეშე და გკიდია, ცხრება და ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადმოდის. ხდება უფრო ბუნებრივი და ნაღდი, მეტად ჯიგარი და კაი ტიპი. ამბობს იმას, რაც რეალურად არის. თუმცა ბოლომდე არასოდეს იტყვის სრულად.
მოგონებები გარდასულ დღეთა იყო ეს.
რა კარგია რომ ახლა ისინი ჩემს ცხოვრებაში აღარ არიან ასეთი ქათმები.
რომ მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც არავის ჰგავს და რომელთანაც 24 წლის ურთიერთობა და ისტორია მაკავშირებს.

პ.ს. თემის კითხვას რაც შეეხება, გააჩნია, ყველა ადამიანს მის ენაზე უნდა ესაუბრებო. ზოგთან "უწი-პუწიზე" უხეშად ვერ იტყვი, გული წაუვა და ზოგი "გრენდაიზერზე" ნაკლებით ვერ ამუღამებს.