ერთხელ, სკოლაში, მასწავლებელმა კითხვა დამისვა.
შემრცხვა და წავუყრუე, მაგრამ არ გამოდიოდა, უნდა ავმდგარიყავი და ისე მეპასუხა.
ფანჯარასთან ვიჯექი და მაგან მიშველა, ნელ-ნელა, გვერდულად წამოვდექი, ვითომ გარეთ რაღაც საინტერესო შევნიშნე.
მგონი, მიხვდა რაშიც იყო საქმე და მალევე სხვა მოსწავლეზე გადაერთო.