არა, სისულელეს არ წერ და არც მარტო შენ ხარ ეგრე, საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს მსგავსი ფიქრები.
ობიექტური გამოსავალი რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ თუ გამოსავალი არსებობს, იმაში კი დარწმუნებული ვარ, მასზე მუდმივი ფიქრით ვერ იპოვი.
რეფლექსია აუცილებელი და საჭიროცაა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად არ ხდება რეფლექსიის გარეშე, მაგრამ მუდმივად ამ პროცესში ყოფნა გულისხმობს ცხოვრებიდან ამოვარდნას და საკუთარ თავში (უმოქმედობაში) ჩაძირვას.
ცხოვრების ახალი სტილი გჭირდება, ან ნაკლები ფიქრი წარსულსა და მომავალზე და მხოლოდ აწმყოზე აქცენტირებულობა. ანუ ცხოვრება მხოლოდ იმით, რაც რეალურია.
ან, რაღაც კონკრეტული და სპეციფიკური შენთვის, რასაც აქ ვერავინ გეტყვის, უნივერსალური კანონი რომ არსებობდეს გამოსავლის ძიებისთვის, ეგ პრობლემა დღეისთვის აღარ იარსებებდა.
ვიქტორ ფრანკლი კარგი ფსიქოლოგი იყო, ზუსტად იმას იკვლევდა, რა პრობლემაზეც შენ საუბრობ.
ერთგან დაწერა, ცხოვრების აზრის ძიება ჰგავს პეპლის დაჭერის პროცესს, გულმოდგინედ ცდილობ დაიჭირო, მაგრამ არაფერი გამოგდის, ბოლოს დაღლილი ხელს ჩაიქნევ და ცოტა ხანში უეცრად აღმოაჩენ, რომ შენს მხარზე ზისო.
უსათაუროს კონტექსტიდან რომ არ ამოვვარდე, ვიტყვი რომ ცნობილი ფაქტია, რომ ჰიტლერის ბრძანებით ცხოვრების აზრით სავსე გემი ჩაძირეს

და საერთოდ, ცხოვრების აზრი სულ იყო, უბრალოდ ადრე არ ჩნდებოდნენ ასე, ახლა დაიწყეს გამოსვლა
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".