გოგოებზე გამახსენდა ისტორია
ერთხელ მაგარი ფეხსაცმელი ვიყიდე , თან გაჭირვების პერიოდია, თბილისელის ისტორიის მსგავსად.
60-70 ლარი ფეხსაცმელში მაგ დროს მაგარი კუში იყო და ძაან მიხაროდა.
სკოლაში ერთი გოგო მომწონდა
ხოდა მივდივარ მაგ დღეს და სკოლის დამთავრების შემდეგ გამოვდივარ, ძმაკაცებთან ერთად სახლისკენ ვაწვები
უცებ ვიღაც მთელი ძალით ფეხზე მაბიჯებს
ეს მოხდა და ჩემი ავადმყოფური რეაქცია ჩაირთო, უცებ შევტრიალდი და მთელი ძალით მუცელში ვგლიჯე წიხლი
როცა მივხვდი რომ ის გოგო რომელიც მე მომწონდა ახალ ფეხსაცმელს მილოცავდა ამ ჟესტით, უკვე გვიანი იყო, ძირს დაეცა პირდაპირ ტალახში

ისიც კი ვერ გავბედე რომ მივსულიყავი, ამეყენებინა და ბოდიში მომეხადა
პანიკურად გავიქეცი და უკან არ მომიხედავს მაგ დღეს

რამდენიმე თვე აღარ მელაპარაკებოდა.
პ.ს
დღეს მაგარი ნაშაა დამდგარი ეგ გოგო
პ.ს
ყველა ფეხსაცმელზე რატომ მაბიჯებდა ან მირტყამდა დღემდე ვერ მივხვდი