რაღაც არ მგონია ესენი ოფიციალური დილერები იყვნენ იკეასი. საიტიც რა ბანძია.
* * *
ამასთან, იკეა არის ბრენდი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ასაწყობ ავეჯს. იკეა ასოცირდება შედარებით დაბალ ხარისხთან მთელს მსოფლიოში, თუმცა იაფიან და სმარტ გამოსავალთან საშუალო და ღარიბი ფენის ოჯახებისათვის. შესაბამისად, როცა შემოგაქვს ეს ბრენდი და ადებ 200% იან ფასნამატს, უბრალოდ ბიზნესი არ გესმის ესეიგი. ხალხს სთავაზობ შედარებით დაბალ ხარისხიან პროდუქტს უმაღლეს ფასში. მაგარი კონცეფციაა
როდის უნდა მიხვდეთ ქართველი ახლად გამომცხვარი, სწრაფი გამდიდრების დაჟინებული სურვილით შეპყრობილი ბიზნესმენები, რომ ეს ყვეალფერი აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს მომხმარებელში. თავს მოტყუებულად აღიქვამს ამ შემთხვევაში კლიენტი. ჰარვარდის ქეისები დასერჩეთ, გინდ თავად იკეასი და გაეცანით, როგორ ააწყვეს საქმე. გინდაც სხვა კომპანიების. ცოტა წაიკითხეთ და გაერკვიეთ რამეში, სანამ საიტებს გააკეთებთ.
მგონი ნათელია, რომ ყველას ურჩევნია საბაში იყიდონ პროდუქცია.