არის ასეთი თემა:
დამბლა ძილში / Sleep Paralysis თუ გაინტერესებთ

მე დამემართა ერთხელ ასეთი რამე - ძილში ვხედავ სიზმარს რომ მეორე ოთახიდან მოდის ტელეფონის მესიჯის მოსვლის ხმა, ვისაც გახსოვთ ძველ მობილურებზე ისე იყო რომ თუ მესიჯი მოვიდოდა და არ ნახავდი ტვინს ხნავდა მუდმივად.
ჰოდა სიზმარში გავდივარ მეორე ოთახში რომ ეს მობილური ვნახო და რო მოვტრიალდი დავინახე ერთი ჩემი ნაცნობი რომელიც თურმე სტუმრად იყო მოსული ოჯახში და მივესალმე და ამბავი.
სიზმარშივე რო მოვბრუნდი ჩემს ოთახში, მერე გამახსენდა რომ ეს ადამიანი დიდი ხნის მკვდარია და მეორე ოთახში სტუმრად ვერ იქნებოდა ვერანაირად.
მოკლედ, მაგარი გაოფლილს მეღვიძება, გული მაქვს აჩქარებული და მიხარია რომ სიზმარი იყო... ამ დროს უკვე ცხადში - მეორე ოთახიდან ისმის ჩემი მობილურზე სმს-ის მოსვლის ხმა

მეორე დღეს ვნახე იასნა Message Report ები იყო
დასატენად დამრჩენია იქეთ ოთახში
მთელი ღამე ტვინს ხნავდა და სიზმარში ჩამყვა
--
მეორე საშიში არაა მაგრამ გლიჩია მატრიცაში

ტელეფონზე მესიჯს ვკრეფდი რომელიც იმდროინდელი ჩემი თინეიჯერის ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა, მოკლედ რო ავკრიფე და უნდა გამეგზავნა ტელეფონი მოულოდნელად გაითიშა მთლიანად.
ეგრევე ჩავრთე და უკვე გაგზავნილი იყო და თან სხვა ადრესატზე, რომელსაც თემა ასევე ეხებოდა მაგრამ არა იმ წამს.
--
ეხა მოკლევადიანი ამნეზიაზე, მოკლედ სტუმრად ვარ სახლში და სულ ამ სახლში იყო 3 ოთახი, ერთ-ერთ ოთახში ძალიან ნათლად მახსოვს რომ ერთი ნივთი კონკრეტულ ადგილას დავდე, არავინ არ გასულა ამ ოთახიდან ორნი ვიყავით სულ, მოკლედ ძებნა დავიწყე და მეორე ოთახში იდო
ჩავთვალე რომ მე თვითონ რაღაც მომენტში გავიტანე და დამავიწყდა.
მაგრამ იქნებ არ გამიტანია