მილანისტაგამარჯობა.

პირად თემაში მქონდა ჩატანილი საკითხი, ახალი წესის დამატების შესახებ, რომელიც ეხება ფორუმელთა ფოტოებს.
კერძოდ, უნდა აიკრძალოს ფორუმელთა ფოტოს დადება, სხვა ფორუმელის მიერ, ნებართვის გარეშე. მიუხედავად იმისა, იდო ეს ფოტო თემაში: "ფორუმის მონაწილეთა სურათები", თუ არა.
მსგავსი წესი არ არსებობს ახლა, შესაბამისად ნებისმიერი იუზერს შეუძლია უბრალოდ აიღოს ფოტო და პოსტოს სადაც მოესურვება იქ, რაც დამეთანხმებით, უთანხმოების, შუღლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

არსებობს ასეთი წესი:
QUOTE
4.1.5. იკრძალება ფოტოსურათის ფორუმზე განთავსება, მათ შორის ავატარად ან პროფილის ფოტოდ გამოყენება, თუ:
4.1.5.1. იგი არ არის მონაწილის პირადი ფოტო, მასზე გამოსახულია უცხო პირი.
რომელიც, რეალურად შეიძლება იყოს, მხოლოდ ფორუმის მონაწილეთა სურათების წესი.
ბევრ განყოფილებაში გამართლებულია სხვა ადამიანის ფოტოების დადება. მაგ: უსთაურო, ქალი&მამაკაცი და ა.შ
მაგრამ ზოგიერთი იუზერი ხშირად სცდება ზღვარს და ავრცელებს ფორუმელის ფოტოს. უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსგავსი ფაქტი დისკომფორტს უქმნის მომხმარებელს, რომელიც სურათზე, გიFზე არის აღბეჭდილი. ფორუმის წესდება, კი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტ იუზერს შეეძლოს აქ პოსტვა და თან აქედან გაქცევის სურვილი არ გაუჩნდეს.
ტიმმა მირჩია გამეხსნა თემა ამ განყოფილებაში, რათა ყველას დაეფიქსირებინა აზრი.
თუ თვლით, რომ ეს წესი უნდა ჩაემატოს წესდებაში, დაპოსტეთ.
თუ მიგაჩნიათ, რომ წესი არ უნდა არსებობდეს, შესაბამისი არგუმენტები მოიყვანეთ.