
ვიღაც რომ "ცუდად" იქცევა, ამის ახსნა იმით, რომ ეგეთია
კაი, ###ობაა-ს აღარ ვიტყვი
ძალიან ვიწრო აზროვნებაა.
დიდი გენიოსობა და ფსიქოლოგიის საფუძვლების კითხვა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანის ჩამოყალიბებაში გარემოს ძალიან დიდი როლი აქვს.
ამას უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი, ვისაც ოდნავ საკუთარი გამოცდილებიდან დასკვნის ასე თუ ისე სწორად გამოტანა შეუძლია.
ამიტომ არავინ არ არის დაბადებიდან "ეგეთი"
ხედავ ხო, რომ ერთი პროფესიის ადამიანებს ხშირად საერთო თვისებები აქვთ
მაგალითად ტაქსისტებს, დამლაგებლებს, გამყიდველებს და ა.შ.
აქედან ის რომ დაასკვნა,
რომ ყველა, ვინც ლისის ტბაზე ისტორიების მოყოლა იცოდა, სიტყვაზე, ტაქსისტი გახდა,
ან ყველა, ვინც ჯუჯღურა იყო, მარშუტკის და ავტობუსის მძღოლი,
სულ ლოგიკით ხარ საცემი

ცხადია, საერთო თვისება იმიტომ აქვთ, რომ სამუშაოს სპეციფიკაა აშკარად ეგეთი და ადამიანს ასეთს ხდის.
ყოველდღე ერთისა და იმავეს კეთება ყველას ცვლის შეუმჩნევლად, უმრავლესობა ამას თვითონაც ვერ აცნობიერებს.
მერე ბევრს შეიძლება არ მოეწონოს მაგის ხასიათი
ეს უკანასკნელიც ავტომატურად თავდაცვის რეჟიმში გადადის და
თავდაცვის რეჟიმში კიდევ ყველა ჯუჯღურაა
This post has been edited by tranka on 20 Jul 2016, 16:21