RockStarZyou can't be that great
1) შეუსაბამეთ კვების ბლოკის კონექტორი დასახელებას:

a. ATX Auxiliary
b. Molex
c. ATX Motherboard
d. PCIe power connector
e. SATA
f. Berg
2) ჩაწერეთ A კლასის შიდა ლოკალური ქსელისთვის დარეზერვებული ქსელის შესაბამისი ბოლო კვანძის(Host) მისამართი:
3) ტექნიკოსი უყურებს დედაპლატას და ხედავს 24-ფეხიან კონექტორს. რომელი კომპონენტი უნდა შეერთდეს დედაპლატასთან ამ 24-ფეხიანი კონექტორის გამოყენებით?
a. კვების ბლოკი
b. SATA დისკწამყვანი
c. ვიდეო ბარათი
d. PATA ოპტიკური დისკწამყვანი
e. დრეკადი (Floppy) დისკწამყვანი
4) როგორ იცავს ხაზისშიდა უწყვეტი კვების წყარო (Inline UPS) კომპიუტერულ ტექნიკას ძაბვის ნაწილობრივი ვარდნისა (Brownout) და დენის წყაროს სრული გათიშვისაგან (Blackout)?
a.ჭარბი ელექტრული ძაბვის დამიწებით (Grounding)
b. მთავარი კვებიდან სარეზერვო კვების წყაროზე გადართვით
c. ელემენტის გამოყენებით, რომელიც იძლევა ძაბვის მუდმივ დონეს
d. კომპიუტერისთვის ძაბვის ნაკადის მიწოდების შეწყვეტით
5) (Network-Internet) ქსელის ინტერფეისის კარტის (NIC) დანიშნულებაა:
a. ლოგიკურად აკავშირებს კომპიუტერებს ქსელთან და ავტომატურად ანიჭებს IP მისამართს
b. ფიზიკურად აერთებს კომპიუტერს ქსელთან და უზრუნველყოფს მის ურთიერთობას ქსელის სხვა კომპიუტერებსა და მოწყობილობებთან
c. უზრუნველყოფს კლიენტ კომპიუტერზე შექმნილი ინფორმაციის სარეზერვოს ასლის შექმნას სერვერზე
d. უზრუნველყოფს ქსელის დაცვას არასანქცირებული შეტევებისგან
6) რა არის კვების ბლოკის ფუნქცია?
a.ცვლადი დენის (AC) გარდაქმნა დაბალი ძაბვის მუდმივ დენად (DC)
b. ცვლადი დენის (AC) გადაქმნა მაღალი ძაბვის მუდმივ დენად (DC)
c. მუდმივი დენის (DC) გარდაქმნა მაღალი ძაბვის ცვლად დენად (AC)
d. მუდმივი დენის (DC) გარდაქმნა დაბალი ძაბვის ცვლად დენად (AC)
7) (Network-Internet) მოცემულთაგან რომელი მოწყობილობა და კაბელის ტიპი გამოიყენება გლობალურ ქსელებში?
a. არც ერთი პასუხი არ არის სწორი
b. კომუტატორი(Switch) და სპილენძის TP კაბელი
c. მარშრუტიზატორი(Router) და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი
d. მარშრუტიზატორი(Router) და სპილენძის TP კაბელი
8) როდესაც ხდება ახალი კომპიუტერის აწყობა, რომელ კომპონენტს უნდა მიექცეს ყურადღება სისტემური ბლოკის (case) და კვების ბლოკის არჩევისას?
a. ხმის ბარათი
b. ოპერატიული მეხსიერების მოდული
c. დედაპლატა
d. მყარი დისკის ტიპი
e. ვიდეო ბარათი
9) 2001:DB8::ACAD:0:1 ჩაწერეთ მოცემული შეკუმშული IPv6 მისამართი სრულად:
10) სურათის მიხედვით რომელი მსჯელობაა მცდარი?

a. IP მისამართი მიეკუთვნება C კლასს
b. ყველა პასუხი მცდარია
c. DNS მისამართი არასწორია
d. ალტერნატიული DNS მისამართი გარე-გლობალური (Public) მისამართია