2013-მდე უნივერსიტეტი მიცავდა,
მერე დამიბარეს სარაჯიშვილზე, მივედი 10 საათზე, პირადობა დაიტოვეს და ჰაიდა 12 საათზე დიღომში სამედიცინო შემოწმებაზე,
ძაანაც რომ მდომოდა არავინ არ წამიყვანდა ჯარში, ამიტომ წყნარად ვიჯექი და ვაკვირდებოდი სასტავს, ნერვიულობისგან ფრჩხილებს რომ იკვნეტდნენ , ვიღაცას კაი ბიჭობაზე ხელის აღება უწევდა და გიჟს ჰგავდა, ვიღაცას სიგიჟემდე უნდოდა წასვლა, მარტო ჯარში ხედავდა თავის მომავალს და რამდენი ჩამოგითვალოთ კიდე...
ერთი სიტყვით თერაპევტმა , ანუ პირველივე ოთახში მიმაბრაკეს და მითხრეს სამუდამოდ უვარგისი
მაგრამ ჰოიდა ჩემდა გასაოცრად წინა კვირას მოვიდა სახლში უწყება, 3 წლიანს წერენ როგორც ჩანს სამუდამოს აღარ წერენ, ჩემებმა დამირეკეს არ ვიბარებთო, მეთქი ჩაიბარეთ მაინც უნდა მივიდე როცა იქნება და რა აზრი აქვს მეთქი,
ჩავედი პარასკევს 10 საათზე და მოკლედ და კონკრეტულად მკითხა საკმაოდ სანდომიანმა ქალბატონმა, ამ 3 წლის განმავლობაში რამე ხომ არ შეიცვალა ცხოვრებაში, ხომარ დაოჯახდით ან შვილი ხომ არ გყავთო, მეთქი კი მყავს და მაშინ აღარ მოგიწევთ სამხედრო შემოწმების გავლა 3 წლით კიდე გადაგივადებსო, მივიტან ხვალ დილით ადრევე ნოტარიულად დამოწმებულ ბავშვის დაბადების მოწმობას და ეგაა,
ესეც ასე.