მე გეტყვით მაგ დროის რაიონში ცხოვრებას (რო წაუსოფლებს) <3
აკუმულატორებიდან ტყვიას ვიღებდით ჩვენ ფირფიტები ხო იყო ის უნდა დაგებერტყა და ნაგავი გაცვივდებოდა დარჩებოდა მარტო ტყვია, ასევე იყო კლემები ეს მთლიანად ტყვია იყო. ავიღებდით ე.წ ტუშონკის თუნუქის ქილას და გავხვრეტავდით ამას ლურსმნით, ჩავყრიდით შიგნით ამ ტყვიას და გავაცხელებდით. წყლიან ჯამის კიდეზე დავაფენდით სველ ქაღალდს და ამ გაცხელებულ ტყვის ქილის წვრილი ნახვრეტიდან დავუშვებდით ნელ-ნელა. მრგვალი წვრილი ტყვია მოდიოდა, ეცემოდა ამ ქაღალდზე და წყალში ჩავარდნისას ეგრევე მაგრდებოდა. ვიღებდით საფანტს

))) რომელსაც ჩიტებზე სანადიროდ ვიყენდით ე.წ ლაგატკით/რაგატკით ვისროდით, ტყვიებზე მეტად ეფექტური იყო ბევრად საფანტი. ასევე იყო რაღაცა რემნები რეზინის რომელიც დაჩვრეტილივით იყო და ყალიბივით იყო ეს რემენი ამაშიც ვასხამდით და მიღებულ ფიგურებს ვეძახდით ბაბიტებს. ესეც სანადიროდ გამოიყენებოდა.
ლაგატკა/რაგატკა ცალკე ფილოსოფია იყო პაპას ტყეში რომ მივყვებოდი ყველა მხარეს ვიყურებოდი რომ კარგი ჯოხი დამენახა, რომელიც უნდა მოგეჭრა, გაგეთალა გვერდებზე, ტარზე არა და შეგეძლო ცოტა გამოგეწვა რო უფრო დრეკადი ყოფილიყო. რეზინებს რაც შეეხება ყველაზე გავრცელებული იყო ბურთი რო გაუსკდებოდა ვინმეს იმის კამერის დაჭრა, იყო წითელი და შავი რეზინა ბურთებში, ამას ვიყენებდით ძირითადად, რეზინის წვრილად დაჭრილი სახვევებით დამაგრება ჯოხზე ცალკე ფილოსოფია იყო.
თამაშებს რაც შეეხება ძალიან გავრცელებული იყო ნაკლეიკებით თამაში რომელიც თავის მხრივ 2 სახით არსებობდა ჩვენთან დარტყმით და გადაყოლებით. დარტყმით ჩვეულებრივ არტყამდი და უნდა ამოგებრუნებინა, გადაყოლება ხელის გადაყოლებით იყო მარცხნიდან მარჯვნივ. მე გადაყოლებით მომწონდა უფრო. ასევე ეს თამაში არსებობდა თავისუფალ რეჟიმში და დათარსვებით, დათარსვები იყო ის მაგალითად რომ შეგეძლო შენი ნაკლეიკისთვის რომელიც მეტოქეს უნდა გადაებრუნებინა სხვა ფორმა მიგეცა, დაგეკუჭა, კუთხეები ამოგეწია და ა.შ გადაყოლების დროს მუცელს უკეთებდი ნაკლეიკას რადგან ამ დროს ჰაერი არ უნდა შესულიყო რომ გვერდულად ადვილად არ გადატრიალებულიყო. ამას ერქვა ჩვენთან ნაკლეიკობანა, ვთამაშობდით სადაც სწორ ადგილს დავინახავდით, მაგიდებზე,ქვებზე სკოლაში, უბანში. ეს ჰარი პოტერები და ა.შ უკვე მერე გამოვიდა და პოკემონები ის სხვა ნაკლეიკობანაა.
სოფლურ თამაშებთან თუ ჰქონია ვინმეს შეხება ეცოდინება კაკლაობა.ესაა კაკლებზე თამაში. თამაშობს რამდენიმე ადამიანი, აკეთებთ წრეს და დებთ თქვენ ფსონს მაგალითად 2-2 კაკალს, თუ 3 თამაშობთ დაიდება 6 კაკალი წრეში. კაკლაობა შეიძლება ითამაშო თვითონ კაკლით (კაკალი ისროლი), სიპი ბრტყელი ქვებით (ამას სპეციალურად ვეძებდით რიყეზე). ხოდა სქემა ასეთია, 1 ადამიანი დადგება წრესთან და გადააგდებს თავის კაკალს/ქვას იმ მანძილზე საიდანაც უნდა სროლა რომ დაშალოს წრეში მყოფი კაკლები, შენ თუ გინდა ამაზე ადრე ისროლო უფრო შორს უნდა გადააგდო და ა.შ ვისაც შორს აქვს თავისი გადაგდებული უფრო კაკლების წრიდან ის ისვრის პირველი, გამოისვრის და წრიდან რამდენ კაკალსაც გაიტანს თავისია და ასე მოყვება რიგის მიხედვით.
ეს გათიშვები და სუნთქვის გადაკეტვები ჩვენთანაც ძალიან მოდაში იყო ერთი პერიოდი.
ვთამაშობდით ყველაფერს ფეხბურთს ხშირად ძალიან რა თქმა უნდა ქვის შტანგებით და მე ბავშობიდან მიყვარდა ფეხბურთი, ჩემ ოჯახშიც ძალიან უყავრდა მამას და გამოსულები ვიყავით წესებში ზოგადად

) და მეკარეს რომ დაუბრუნებდნენ და ხელში აიღებდა თავს გამოვიდებდი ხოლმე უბანში ბავშვების თამაშისას არ შეიძლება მეტქი და ვჩხუბობდით მერე ვეუბნებოდი აბა მამაჩემს ვკითხოთ მეთქი ის იყო ჩვენთვის საფეხბურთო წესების კანონმდებელი.
ვთამაშობთ დაჭერობანას, დახუჭობანას, ვიპარებოდით საბანაოდ და იქ ვთამაშობდით წყალში დაჭერაობას. ამ დროს უნდა გაეკიდო ვინმეს წყალში და ხელი დაადო და ის გახდება მჭრელი, მაგრამ დაჭრა მარტო მაშინ შეგიძლია ის თუ შუა წყალშია თუ ნაპირამდე მიგასწრებს და ისე წამოდგება რომ წყალი მუხლამდეა ვერ დაჭრი.
იყო კიდე რაღაც თამაში ხეზე ჩიტი ერქვა მგონი ესეც დაჭერობანას მაგვარი იყო მაგრამ ამ დროს სადმე ხესთან უნდა გქონოდა შეხება რომ არ დაეჭერი ვინმეს.
ვთამაშობდით ე.წ ჯორღლეტაობას, ეს იცით რა თამაშია? გუნდი-გუნდზე, ნახერხის წრეში დადგება 1 გუნდი და შეიკვრება ერთად, გარშემო მოწინააღმდეგეები დარბიან წრის გარშემოი და შევარდებიან წრეში და ამ შეჯგუფულებს ახტებიან ზედ და უნდა გაჩერდე ზედ არ ჩამოვარდე თორე დაგჭრის მჭრელი რომელიც იმ შეგროვილებთან დგას და ელოდება ვინმეს ჩამოვარდნას და მერე შენ მოგიწევს ჩადგომა წრეში.'
ნუ მაგ ომობანაზე, სპინლენძებზე,დურ-ალუმინებზე

და შტაბებზე ხო ლაპარაკიც არაა
კიდე იმდენი თამაში გვქონდა რა გამახსენებს, ათასნაირი არ ვიცი. დენდი ვისაც ჰქონდა ა.შ ეგ თემა ხო ყველამ იცის.
ვკითხულობდით ბევრს, ბეროუზის ტარზანი გადადიოდა ხელიდან ხელში უბანში და მაინ რიდი.
ჩემი მეზობელი იყო 1 უცნობილესი მოჭიდავის ნათესავი ბავშვი რომელსაც ამ მოჭიდავემ იაპონიიდან ჩამოუტანა ხელის კომპიუტერი ეს არ გეგონოთ დებილი ტეტრისი და რამე, მარიო იყო და კონტრა. ეს ხელიდან ხელში გადადიოდა უბანში რა თქმა უნდა ვინც ინათხოვრებდა ელემენტები იმის იყო მთელი უბანი ელემენტების ფულზე ვჩალიჩობდით, მერე მიდიოდა ელემენტების დაჯეჭყვა და ა.შ
სკოლაში 10-10 თეთრი ღირდა პონჩიკი და პერაშკი, ლიმონათს იქვე თუ დალევდი და ბოთლს დაუტოვებდი 5 თეთრით იაფში გამოხვიდოდი.
მე-4 კლასში ვიყავი ალბათ სპორტსიახლენი გამოდიოდა მაშინ დაიწყო კვირას ფერადი პლაკატით და გაზეთების ჯიხურში ფული მქონდა დატოვებული გამყიდველთან და ორშაბათს მივდიოდი სკოლის მერე და უნდა დაეხვედრებინა.
იმდენი რამის გახსენება შემიძლია კიდე, იმის მერე გავიდა 15 წელი ან ცოტა მეტი, ნორმალურად ვცხოვრობ მყავს ძალიან კარგი ოჯახი და პატარა შვილი, მაგრამ 100 წელიც რომ გავიდეს და მილიარდერი გავხდე ამ დროზე მაგარი დრო აღარ განმეორდება.
როცა იქ ვცხოვრობდი ერტად ყველა დედა მამა მე, პაპა და ბებია.
ეხლა ყველა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ ბებია-მშობლები-მე და ჩემი ოჯახი
პაპაც ცოცხალი აღარაა
ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემ ცხოვრებაში
ხოდა კიდე გული მწყდება იმაზე რომ ჩემი ვერასდროს ნახავს და შეიგრძნობს მაგას რაც მე შევიგრძენი იმიტომ რომ თბილისში დაიბადა და გაიზრდება
beitali