ბედნიერება არის ნეირობიოლოგიური მოვლენა, როცა ადამიანში გამოიყოფა რიგი ჰორმონები მას შემდეგ რაც იგი წარმატებით შეასრულებს თავისსავე დასახულ მცირევადიან მიზნებს, რომლებიც მოგვიანებით გრძელვადიან გეგმებშიც აისახება.
დააკვირდით თქვენ თავს. მთელი დღე რო უსაქმურად ხართ აგრესია და თვითსიძულვილი არ გაწვებათ?
ნუ მამენტ შეიძლება ესე ვერ მიხვდე რას განიცდი, მარა შინაგანად არაკომფორტულად ხარ როცა არაფერს აკეთებ
რო შეინარჩუნო ბედნიერება, საჭიროა გამოიმუშავო დისციპლინა და ყოველდღე გააკეთო ის მინიმუმი რაც მოგეთხოვება.
არ მეგონა რო პატარა to do list ის გაკეთება რამეს შეცვლიდა,
მარა კაი განცდაა მართლაც,
ხაზს რო გადაუსვამ რაიმეს, რისი გაკეთებაც გეზარებოდა და ახლა მოშორებული გაქვს.
მაგაზეც ცალკე დამოკიდებული ხდება ადამიანი,
მაგრამ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
ვასაძე რო ყვება, ბედნიერებამ შენი შვილებსი თვალში მეძებეო,
ძაან მიწიერ დონეზე რო დაუფიქრდე შვილიც to do list-ია ერთგვარი,
უბრალოდ ამაზე საუბარი კიდევ უფრო შორს გაგვიყვანს.
ამიტო ჯობია გავიდე და ის მინიმუმი გავაკეთო რაც დღეს მომეთხოვება,
რო სანამ ძილის დრო მოვა კარგად დავღალო ორგანიზმი რო
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გარდამტეხ ნანოწამზე ფიქრის დრო არ დამრჩეს ძილის წინ.
Nobody exists on purpose, nobody belongs anywhere, everybody's going to die, come watch TV?