მგონი პოსტის ავტორმა ქართული ისწავლოს, ჯობია.
ბარეული არა, ბარგალკა და ჩინური კიდე.
და ბრიგადელზე ვღადაობდი კიდე ერთი პირობა.
სადაზღვევო პოლისს რო პოლუსს ეძახიან.
ყურძნის ჯიშია კიდე ესპანეთში, ალიკანტეს პროვინციიდან და შიდა ქართლში ეძახიან "ალიკარტს"

ახლახანს ვიყავი ელიავაზე, ხის კიბის შეკვეთა მინდოდა და აღმოვაჩინე ახალი სასწაული: ბეროზა. რამეთქი? და - ბეროზა, ბეროზაო. ეგ რაღაამეთქი? ხეა, შე გოიმოო (ეს იგულისხმა, არ უთქვამს), აქამდე არ იციო? ააა, მაგ ხეს არყი ჰქვიამეთქი. და მიყურებდა გიჟის თვალებით. მერე მეუბნება, არაყი ვიცი მაგვრამ არყი არ გამიგიაო. მეთქი, არაყი გამოხდილ მაგარ სასმელს ჰქვია, ხე კი არყიამეთქი.
ძაან ღადაობა სახე აქვს იდიოტს იმ მომენტში, სხვა რო ჰგონია იდიოტი. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გართობაა იდიოტის გაღადავება.
რაც სკოლაში გრამატიკა აღარ ისწავლება, სულ გათახსირდა ქართული.
წერა-კითხვა აღარ იცის ხალხმა.
ხო, კიდე გვერძე და შეურაწყოფა.