ხო, არ მახსოვს ეგენი. მგონი, დიდად ვერ მოვიხიბლე მაგით.
მაგრამ იმიტომ, რომ ჩემ დროს, რაღაც არეულ-დარეული იყო.
ჯერ იყო და 7კლასის მეორე სემესტრიდან, გაძლიერებულ მასალას შევეჯახე. მაგრამ იმავე წელს, მთავრობამ სპეც-სკოლების გაუქმება გადაწყვიტა, მოტივით ყველა თანასწორიაო

და თან მაგ დროს დაიწყო თუ იწყებოდა 12 კლასიანი სწავლების შემოღება.
მოკლედ, 7 კლასში გაძლიერებულად ვისწავლე და მერვეში კიდევ, ისევ 7 კლასის მასალასთან დამაბრუნეს.
თან, ის 12 კლასიც, უაზროდ გადანაწილეს.
მაგალითად, ადრე 10 კლასი როცა იყო, მერვეში სწავლობდნენ ტრიგონომეტრიას.
11 კლასი როცა გახდა, ეგ მასალა გადავიდა მეცხრე კლასში.
და ჩემ დროს, მგონი მეათეში გვასწავლეს.
ანუ, მეშვიდე/მერვე/მეცხრე კლასი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, ხოლო მეათე-მეთერთმეტე მოგვაყარეს ტრიგონომეტრია/ლოგარითმები/მიმდევრობები/კომბინატორიკა/ და სტერეომეტრია.
12 კლასში კი, ეროვნულისთვის ვეზადებოდით და ამიტომ ისევ 7 კლასიდან დავიწყეთ

შესაბამისად, ბოლოს, ერთ-ორ წელიწადში ათვისებული მასალიდან, თითქმის არაფერი მომწონს.
განსაკუთრებული სიყვარული კი პლანიმეტრიისა და ალგებრის საწყისების მიმართ დამრჩა (კვადრატების სხვაობა

), ასევე განტოლებები, ტექსტური ამოცანები და ა.შ.
[ისე, არკსინუს/კოტანგენსზეც შეიძლება რამეს მოფიქრება, ან მუშებზე და მოტოციკლეტებზე. ერთი კვირა კი გაქვს.....]