აბა, ეს რა არის
http://www.moe.gov.ge/res/docs/80707_kanon...os_shesaxeb.pdfსაქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ
მუხლი 6. საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი
3. ცხოველთა სამყაროს ობიექტი , რომელიც ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან ,
გამრავლებულია, კანონმდებლობის დაცვით , შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი.
4. განსაკუთრებული გარემოსდაცვითი , სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების მქონე გარეული
ცხოველი , აგრეთვე გარეული ცხოველი , რომელიც შეტანილია საქართველოს „ წითელ ნუსხაში “ (
გარდა იმ შემთხვევისა , თუ იგი გამრავლებულია ტყვეობაში ან შეძენილია საზღვარგარეთ კანონით
დადგენილი წესით ), არ შეიძლება იყვნენ კერძო საკუთრების ობიექტები .
5. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი , რომლებიც შეიძლება
გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები , მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის ფორმა, შინაარსი და გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით „ კერძო საკუთრებაში
დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის , მათი მფლობელობის
კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის , შინაარსის და გაცემის წესის შესახებ ”,
რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალი ,
რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები, განისაზღვრება სამინისტროს
ბრძანებით „ კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ ”.