#48860222 · 21 Sep 2016, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლია ლიქოკელი
როგორ შემიყვარდა ყვავი (ლექსია ბრატცი, ნუ თვითონ ეგრე ფიქრობს)
მოდი, სადმე ჩამოვჯდები და მოგიყვებით, როგორ შემიყვარდა ყვავი. მინდა იცოდეთ, რომ ეს სასაცილო არ არის. მაშინ ასე გამჭვირვალე არ ვიყავი. მთელი ზამთარი ვუყურებდი მიწას და ვფიქრობდი, რომ მიწიდან ამოდის თოვლი. მთელი ზამთარი ვუყურებდი თოვლს და ვფიქრობდი, რომ თოვლიდან ამოდის ცა. მერე თვალები გამიცივდა. ისინი იყვნენ ჭირვეული ავადმყოფები. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ კვდებიან, მიყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ვკვდები. თვალებს თაფლს ვაჭმევდი და ისე ვასეირნებდი, თვალები თოვლით მავსებდნენ და ისე მასეირნებდნენ.
--------------------
სხვას მხოლოდ მაშინ შეგიძლია მიუთითო რამე, როდესაც თვითონ ყველაფერი კარგად შეასრულე. © ჩარლი ჩაპლინი
|