პატარა ვიყავი.
ახალი წლის პერიოდი იყო და ბაღში გამოსვლა უნდა გვქონოდა. თოლვის ბაბუ უნდა მოსულიყო. სიმღერა გვემღერა ერთად. ლექსები გვეთქვა..
ბაღიდან მეზობელმა წამომიყვანა და ზუსტად ის დღე იყო როდესაც გამგემ ყველა მშობელს უთხრა რომ ხვალისთვის ყველა მშობელმა საჩუქრები მოიტანეთ შვილებისთვისო. ძალიან იაფფასიანი საჩუქრები რა. ერთი მანდარინი, პეჩენია და მზგავსი რამეები. ყველას რომ მარტივად ეყიდა და ძვირი რომ არ ყოფილიყო..
ხო და მე მეზობელმა წამომიყვანა სახლში. არ ეცალა მშობლებს და მეზობელს დაავიწყდა რომ საჩუქრების შესახებ ეთქვა..
ხო და გამოსვლის დღე იყო. თოვლის ბაბუ მოვიდა. ყველა გახარებული იყო.. სიმღერები ვიმღერეთ.
საჩუქრების დრო კი როდესაც დადგა, ყველას მოუწია საჩუქარი ჩემს გარდა. მე ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი და არასოდეს არ ვტიროდი,(ჩემს ტირილს დედაჩემი ვერც კი იხსენებს) მაგრამ გული იმხელაზე მეტკინა, რომ ვიტირე.. დედაჩემმაც გულთან მიიტანა. წამიყვანეს მაღაზიაში და მითხრეს, რომ ამომერჩია საჩუქარი, მაგრამ მე არ მინდოდა საჩუქარი. გული მტკიოდა და ის მანდარინი მინდოდა პეჩენიასთან ერთად...
გავიდა დრო და პირველ კლასში ვიყავი უკვე.. იგივე სიტუაცია იყო. თოვლის ბაბუ უნდა მოსულიყო. ჩვენ ლექსები უნდა გვეთქვა..
აი დადგა ის დღე და ველოდები მე ჩემს რიგს, რომ ავდგე ფეხზე და ლექსი ვთქვა. ჩემი რიგი როდესაც მოვიდა, მე ლექსი ძალიან ხმამაღლა ვთქვი..
აბა რა ვიცოდი მე?! თოვლის ბაბუ ბებერია მაინც. ყურს აკლია ალბათ. ეგებ მაგიტომ ვერ მივიღე ადრე საჩუქარი რომ ხმადაბლა ვთქვი ლექსი და ვერ გაიგონა უბრალოდ..
ცოტა შეშინებულიც კი ვიყავი. ვაი და ისევ არ მომიწევს საჩუქარიო, მაგრამ ამჯერად ყველაფერი რიგზე იყო. დედაჩემს მიტანილი ჰქონდა ჩემთვის საჩუქარი და მეც მივიღე ჩემი მანდარინი და პეჩენია..
ის მანდარინი შევჭამე და ყველაზე გემრიელი მანდარინი იყო რაც თუ გამისინჯავს ოდესმე..
neo>