მხოლოდ შენს საქმეზე უნდა კონცენტრირდე და არასოდეს ჩაერიო სხვა თანამშრომლის შეცდომაში ან "ლიჟბი მოვიშორო" "ნამუშევარში" (აშკარად რომ მხოლოდ მალე მოშორებაზე ფირქობდა იმის კეთებისას). მაშინაც კი, როცა ღელდები და ფეისპალმის შეგრძნება გიჩნდება. რაც მთავარია, ხმამაღლა არ უნდა გამოხატო ეს!!! შენთვის უნდა შეინახო ეს შეგრძნება. (მაქსიმუმ გვერდით მჯდომს გაუზიარო. და ესაც დიდად არაა რეკომენდირებული).
შენი ინიციატივით არ იზრუნო კომპანიის გაუმჯობესებაზე, როცა თავად ის ამას ამ კუთხით საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებს.
არასოდეს მიუთითო არც ისე ახლო თანამშრომელს მის შეცდომაზე. უკუღმა წამოსული ბუმერანგივით შემოგიტრილდებს მაინც და არასოდეს დაგივიწყებს.
არასოდეს შეიტენო რიგითი თანამშრომლის გასაკეთებელი საქმე, როცა ის ნაგლურად და უკითხავად გტენის თავის გასაკეთებელს. ისევ უკან შეტენე.
აი, კიდევ ეს მასწავლა ცხოვრებამ, ჩემო კარგებო.
თავიდანვე რომ ასე მოვქცეულიყავი, ახლა 1-2 ქუთაისელ თანამშრომელს ჩემზე ცუდი მოგონებები აღარ ექნებოდა. ალბათ სწერვა ვგონივარ ახლა.
This post has been edited by *Artless* on 19 May 2018, 11:43