night-blueმიმდინარე ჰეშის სიძნელიდან გამომდინარე, 14 ტერაჰეში/წმ დაგიგენერირებს დაახლოებით 9$-ს. ამას გამოაკელი ელ. ენერგიის საფასური - 1,38 კვ/სთ მოხმარებაში. მაინერში დახარჯულ ფულს ამოიღებ სადღაც 8 თვეში. ეს იმის გარანტიით, რომ მაინერი არ დაგებრიდება, დენი არ წაგივა, ინტერნეტი არ გაგეთიშება და ა.შ. ეისიკები საკმაოდ ხშირად ეწვებათ, ასე რომ მე არავის არ ურჩევ საცალოდ ყიდვას, თუ ფულის საკეთებლად ყიდულობ და არა უბრალოდ ინტერესის გამო (არის იაფი მინიატურული ვარიანტიც, USB ფლეშის ფორმფაქტორში, მაგრამ მიკროსკოპიულ თანხას ქმნიან). მხოლოდ თუ კაპიტალი გაქვს, ბევრის შეძენა შეგიძლია და მწარმოებელის საპორტი გექნება (დაზიანების შემთხვევაში, ცალკე ASIC-ებს და სხვა შემადგენელ proprietary კომპონენტებს გიგზავნის და ა.შ).
მაგას ჯობია VPS იქირავო ისეთი სიმძლავრით, რომ მაინინგიდან ამოღებული ფულით თვითონ სერვისის საფასური დაფარო და სულ ცოტა მაინც დაგრჩეს

მერე მეორე VPS-ს იქირავებ, მესამეს...
პ.ს. სად ვიცი მე ხაკერობა, მივიწყებული ვარ სულ ყველასგან