მოკლედ სიტუაცია ასეთია:

29 ადამიანიდან მხოლოდ 3-მა გასცა სწორი პასუხი. 1-მა ალბათ შემთხვევით დააკლიკა, მეორემ - იმიტომ რომ ეს ყველაზე ნაკლებსავარაუდო პასუხი იყო და თავის ჭკუით "იინტრიგნა", მესამე კიდე სენტო იყო. ანუ სწორი პასუხი ვერავინ გამოიცნო.
სწორი პასუხი: წყლის დონე
დაიწევს!ახსნა: ქვა როცა ნავშია, აწვება ნავს, ნავი კი თავისი განიერი ზედაპირით აწვება წყალს და წლის დონე არის აწეული. როცა ქვა ვარდება წყალში, ის რა თქმა უნდა მოქმედებს წყლის დონეზე, მაგრამ ეს ნამატი დონე ტოლია ქვის
მოცულობის (რაც საკმაოდ მცირეა). ხოლო როცა ქვა ზემოდან აწვება ნავის მეშვეობით, მაშინ ნამატი დონე ნავის იმ მოცულობის ტოლფასია რომლითაც ნავმა ჩაიწია. თუ კიდევ გაუგებარია, წარმოიდგინეთ ექსტემალური თეორიული ქეისი, როცა ნავის წონა უმნიშვნელოა (1 გრამი), ხოლო მუშტისოდენა ქვის - ძალიან დიდი (1 ტონა). ამ მაგალითზე ნათელი ხდება რომ ქვა გაცილებით უფრო მოქმედებს როცა ნავის მეშვეობით ფართო ზედაპირით აწვება წყალს (ზნექს ნავს წყალში), ვიდრე როცა მუშტისოდენა ადგილს იკავებს წყალში. ამ თეორიული ქეისის განზოგადებით ნათელია ყველაფერი.
* * *
ეს პასუხი ეხლა ვნახე და მართალი ხარ
* * *
დაზუსტება: ეს პასუხი რაღა თქმა უნდა გულისხმობს შემთხვევას, როცა ქვის წონა მეტია ვიდრე იმავე მოცულობის წყლის წონა, რაც სავსებით ლოგიკური დაშვებაა.