#57635113 · 12 Mar 2021, 20:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი დასაწყისშივე გავმიჯნოთ
მედიტაცია არის შედეგი და არა პროცესი
ხშირად არასწორედ არის გაგებული მედიტაცია და პირველი რაც მასზე ახსენდება ადამიანს ლოტუსის პოზაში ჯდომა და არ ფიქრია იდეაში ძალიან კარგია ლოტუსის პოზაში ჯდომა რადგან ძალიან მყარად ხარ მიწაზე მაგრამ მინდა გითხრათ რომ ნებისმირი თქვენი მოქმედება იქნება ეს წოლა, ჯდომა, სირბილი, სიარული, ცურვა თუ უბრალოდ დგომა, შეიძლება პროცესი იყოს რომელიც მედიტაციამდე მიგიყვანთ
ხოლო არ ფიქრს რაც შეეხება ეს ორმაგი მახეა ადამაინისთვის ჯერ ერთი რომ თქვენ იდეად აქციეთ არ ფიქრი და აქვე მარცხდებით რადგან გონება სულ ფიქრობს და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა როგორც ის რომ ფილტვი სუნთქავს და მეორე ის, ფიქრობთ იმაზე რომ არ იფიქროთ, ანუ არ ფიქრზე ფიქრობთ ნებისმიერ შემთხვევაში იკარგება ბალანსი
ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რას ვფიქრობ ამ თემაზე
ვაღიაროთ რომ ადამიანის გონება განპირობებულია რასაც ვხედავთ, რა გარემოშიც ვიზრდებით და რა კულტურის ქვეყანაში, რომელ დროსა და სივრცეში რასაც გვასწავლიან თუ რაზე როგორი რეაგირება გვქონდეს რაზეც გვითითებენ რომ სწორია ან არასწორი და ა.შ მოკლედ ყველაფერი ილუზიაა მარტივად, რადგან ჩემთვის თუ რამე სწორია, შეიძლება ამერიკელი ჯეიკობისთვის არასწორი იყოს და უბრალოდ სისულელეა იმაზე კამათი რა სწორია და რა არა ზოგადად შეხედულებები ინდივიდუალურია ყველასი და როგორც წესი რეალობა სუბიექტურადაა აღქმული და საერთოდ რა არის რეალობა ეს დიდი კითხვის ნიშანია პირადად ჩემთვის
მაგალითად ავიღოთ თოვლი მე ვსვამ კითხვას რა ფერია თოვლი? პასუხი ცალსახაა რომ ის თეთრია მაშინ აქ ვსვამ მეორე კითხვას: რა გარანტიაა იმის რომ ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის, თეთრი ფერი ერთნაირად აღიქმება? საერთოდ რამე ვიცით რეალობაზე? ამავდროულად არც ვფიქრობთ მსგავსად ამ საკითხზე და უბრალოდ ქაოსია ჩვენში
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს უბრალოდ ეცადეთ აწმყო იგრძნოთ სიარულისას იარეთ და უბრალოდ ისუნთქეთ გაიაზრეთ როგორ სუნთქავთ ან თუნდაც დაჯექით კომფორტულად და შეეცადეთ უბრალოდ იჯდეთ გაიაზრეთ როგორ ზიხართ და ნელნელა თქვენ შეეჩვევით რეალობაში ცხოვრებას
|