მე მეწერა ადრე "Selima". სადღაც წავიკითხე, მომეწონა, თან ჩემს სახელს ჰგავდა და... დავირქვი.
მრაავალი წლის წინანდელი ამბავია. ამიტომ დაცინვებს არ ვართ. ვიზრდებით ადამიანები. ვვითარდებით. :უსერ:
ახლა კი მაქვს ნამდვილი სახელ-გვარი და ალბათ არც შევცვლი. მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, ფბ-ზეც რაიმე ნიკს ავიღებდი. აზრიანს და გემოვნებიანს.
ასე თავიდან ავიცილებდი იმ ძველ ნაცნობებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მიგზავნიან მეგობრობის მოწვევას, რომ აინტერესებთ, წლების განმავლობაში როგორ შევიცვალე და როგორი გავხდი.
ან უბრალოდ მხოლოდ ძველი ნაცნობობის გამო. "ვიყო რა მათ ფბ-სიაში. რას ვუშლი".
ან მხოლოდ მოგვარეობის გამო.

ეს ყველაზე ეპიკია. არც ფბ-მეგობრებში ჩამატებამდე გიცნობენ და არც ჩამატების მერე შეეცდებიან ამას. სიტყვას არ გეტყვიან. სამაგიეროდ, მათი მოგვარე ხომ ხარ? ესაც საკმარისია იმისთვის, რომ მათ "მეგობრებში" ეწერებოდე. ფორმალურად.