ვაგრძელებ ბოღმის თემას...
სიტუაცია არ შეცვლილა:
მამაჩემი ისევ მისთვის მუშაობს (რაღაც ხალტურებით აკეთებს თავისთვის ცოტა ფულს მამაჩემი).
ისევ 1 დანგრეულ ოთახში ცხოვრობენ ქირით სადაც ღამე ისე ცივა რომ წყალი თითქმის იყინება.
(შეშის ღუმელით თბებიან. ღამე სძინავთ და შესაბამისად ღულეში ცეცხლი ქრება).
ქირას ისევ დედაჩემი და მამაჩემი იხდიან თავისი პენსიით.
იშვიათად თუ გადაუგდებს 30-50 ლარს ვაჟიშვილი წამლების საყიდლად.
გავარკვიე რომ თურმე ხალხში(სანათესაოში) ჩემი მშობლები ამბობენ რომ ბინა ბანკში კი არ ჩაუდო ვაჟკაცმა ბიჭმა და გაუყიდა მერე ბინა ბანკმა...
არა....
თვითონ გაყიდეს ბინა(ვითომ ჩემმა მშობლებმა) და ის ფული ახალი ბიზნესის წამოსაწყებად ჩადეს(ის ბიზნესი - სადაც მამაჩემი უფასოდ მუშაობს და რომელი ბიზნესიც ხალხს ოჯახის ბიზნესი ჰგონია. არა და ამ დროს მთელი ფული იმ ნაძირალის ჯიბეში მიდის).
მამიდაჩემმა მითხრა, და კიდევ ერთმა ბიცოლამ რომ ასე ამბობენო თქვენები - ბინა გავყიდეთ ბიზნესის დასაწყებადო.
პ.ს. მე საზღვარგარეთ გადავედი საცხოვრებლად.
მამაჩემი ჩამოვიყვანე ჩემთან რამოდენიმე კვირით დასასვენებლად რომ ფიზიკურადაც და გონებრივადა დაესვენა.
4 წლის წინ მამაჩემს ტაბლეტი ვუყიდე(მოსწონს ახალი ტექნოლოგიები მიუხედავად მისი ასაკისა, და ასევე უყვარს სურათების გადაღება(მისი ჰობია).
ჩამოტანილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავისი ტაბლეტი

ხო და რაღაც მომენტია, ვიღაცამ რაღაც მოსწერა ფეისბუქზე და ვეღარ პოულობდა იმ მესიჯს და მთხოვა, მომიძებნეო ესა და ეს სახელის ადამიანი მესენჯერშიო.
მოკლედ ამ მესიჯების ძებნაში ვარ და წავაწყდი მისი ვაჟიშვილის მესიჯებს.
''ცუდად მოვიქეცი'', ავსქროლე მოწერილი მესიჯები.
ერთ-ერთ მესიჯში ის ნაძირალა სწერდა:
''ფული გაქვს? რომ ჩამოხვალ, რა თანხაც გაქვს დარჩენილი(გულისხმობდა პენსიას და პატარა ხელფასს[მგონი 100 ლარი თუ 200 ლარი, სადღაც არის გაფორმებული]) - მომეცი, რაღაც დანადგარი უნდა ვიყიდო''.
აი, ამ დროს ღრიალი მინდოდა მთელს ხმაზე!
კივილი, ყვირილი..
და იმ ნაძირალის თმებით თრევა და წიხლქვეშ გაფენა.
და მამაჩემის პასუხი: ხო დამრჩა რაღაც.
კითხვა: რამდენი?
პასუხი: 300 თუ 400 ლარი.
...ხო, მომეცი ეგ და მგონი ვიყიდი.
აი, ასე ყავს დამონებული ჩემი მშობლები და ატრიალებს თავის ჭკუაზე.

დედაჩემიც სულ მის დაცვაშია: ''არ აქვს და რა ქნას, დედა ენაცვალოს''.
ქირის ფული რომ არ აქვს ხოლმე დედაჩემს, მე მირეკავს - გამომიგზავნეო.
მე ვეუბნები: ვინც უსახლკაროდ დაგტოვა იმას უთხარი რომ გამოგიგზავნოს, ის არის შენთან ბინის ვალში.
პასუხია: იმას არ აქვს.(ბიზნესიდან რომ ფულები შემოსდის - ის თურმე ფული არ არის).
ბიზნესმენს ფულები აქვს და უბრალო მომუშავეს ფულები მაქვს?
გავიგე რომ დედაჩემსაც ხშირად ურეკავს თვის შუა რიცხვებში(როდესაც პენსია ერიცხებათ საქართველოს მოქალაქეებს) - ამდენი და ამდენი ლარი გამომიგზავნეო.