მილანისტასისულელე ტყუილია.
ჰიტლერმა იმპერიალისტები გამოიყენა საკუთარ მიზნებში და გადააგდო.
სტალინის წინააღმდეგ ომს რაც შეეხება.
საბჭოთა კავშირი მსოფლიოში კომუნიზმის მოსატანად აპირებდა ევროპაში შეჭრას და მის დაპყრობას. ჰიტლერმა ეს კარგად იცოდა და ამიტომ მოაწერა ხელი მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულებას, რაც პოლონეთის გაყოფის შემდეგ საშუალებას მისცემდა საბჭოთა კავშირზე პრევენციული დარტყმა მიეტანა სახმელეთო საზღვრის გაჩენის შემდეგ.
საბჭოთა არმია ემზადებოდა ევროპაში შესაჭრელად და სწორედ ამიტომ გამოუვიდათ გერმანელებს პირველ ეტაპზე ე.წ "ბლიცკრიგი".
საბჭოთა არმიის დიდი ნაწილი განთავსებული იყო შეტევით ფორმაციებში, პირდაპირ გეიროპის საზღვრებთან.
ამიტომ გერმანელების მოულოდნელი შეტევის დროს განადგურდა საბჭოთა არმიის დიდი ნაწილი, დიდი ნაწილი ხელში ისევ გერმანელებმა ჩაიგდეს.
ეს პრევენციული დარტყმა რომ არა და საბჭოთა კავშირს პირველს დაეწყო შეტევა, ევროპა განწირული იყო.
არც ვერმახტს და არც სხვა ევროპულ არმიას არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ საბჭოთა არმია შეეჩერებინათ.
ერთ კვირაში ბერლინს მიადგებოდნენ წითლები, პარიზს უფრო ადრე.
ბლიცკრიგის შემდეგ დრო გახდა საჭირო პოტენციალის აღსადგენად, რაც ციმბირში და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გადატანილი წარმოებით მოხერხდა და უკვე 1941 წლიდან საბჭოთა არმია კვლავ იწყებს გაძლიერებას, შემდეგ კი მაინც ასრულებს თავის გეგმას და ნახევარ ევროპას სოციალისტურ ბანაკად აქცევს.
ამიტომ
გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე იყო აუცილებელი (გერმანიის და ევროპის თვალსაზრისით) პრევენციული დარტყმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა უბრალოდ უშანსოდ იყო წითელი მანქანის წინააღმდეგ.
მითები იმის შესახებ რომ გერმანია სპეციალურად ემზადებოდა ამისთვის ტყუილია. სწრაფად შემუშავებული გეგმა იყო, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ.
გერმანიას არაფერში არ აწყობდა ეს ომი, როცა ტექნოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, ვერმახტი ჯერ მთლიანად მექანიზირებული არმიაც არ იყო და დიდი ნაწილი ცხენებით გადაადგილდებოდა.
რესურსები უბრალოდ შეუდარებელია.
გერმანიას აწყობდა კიდე 5-10 წელი რომ არ ეომათ და თავისი მოწინავე ტექნოლოგიები სერიულად დაენერგათ ვერმახტში
მაგრამ მაგის დროს არავინ არ მისცემდა.
ისწავლეთ ისტორია და ლოგიკური აზროვნება.