chicharito12შენ თავს ყველაზე კარგად როგორც გრძნობ, ისე უნდა გააკეთო.
თუ მედიტაციისას გრძნობ, რომ გონება და სხეული გიმშვიდდება და უფრო ცხადი ხდება ის მომენტი რომელშიც ხარ, ესე იგი, სწორ გზას ადგახარ
ისე, მამენტ, არ არსებობს სწორი და არასწორი მედიტაცია. იმდენნაირი მედიტაცია არსებობს, რამდენი ადამიანიცაა.
მედიტაცია ათასფერია, ათასსურნელოვანი, ათასნაირი გემო აქვს და ათასნაირი ხმა. ყველა თავისებურად გრძნობს.
ჩემი პირადი აზრია, რომ ყველანაირი მედიტაცია სასარგებლოა და კარგი. ყველაზე ყურადღების დეფიციტიანი ადამიანის შესრულებულიც კი.
უბრალოდ იფიქრე სუნთქვაზე. გაყევი სუნთქვას, მომენტიდან მომენტამდე. მედიტაცია მოგზაურობაა გონების და სხეულის შიგნით, სიღრმეში. მიიღე ყველაფერი რაც ამ გზაზე შეგხვდება. არ შეეწინააღმდეგო არაფერს. არ განსაჯო არაფერი.
უცებ, შუაგულ მედიტაციაში აღმოაჩინე, რომ სხვა რამეზე გადაგიტანია ყურადღება ისე, რომ ვერც კი გააცნობიერე? აღარც კი გახსოვს სუნთქვაზე ფიქრი როდის შეწყვიტე? დაიკიდე. მიიღე ყველაფერი როგორც არის. არ განსაჯო არაფერი და ისევ დაუბრუნდი სუნთქვას.
პ.ს. არ არსებობს არასწორი მედიტაცია. ყველა მედიტაცია სწორია