ცხოვრებისეული მაგალითებით თუ იმსჯელე და ილია-აკაკის შეგონებებით გაზარდე ბავშვი ეგ სხვაა, 
მარა ყველა ასეთი დარწმუნებული რატოა თავის თავში? 
 საქართველოში რო ცხოვრებისეული მაგალითით იმსჯელებ იასნია რო ავტომატურად უარყოფითი ფიქრებისკენ მიგდის გონება, იმიტო რო არავინ იცის წესიერად ბავშვის აღზრდა და ეგრევე აბრეხვებ "ზოგი ბავშვი ისეთი ###ა არც ტკბილი სიტყვა შველის და არც არაფერი". ეგ იმიტო რო მაგ ტკბილი სიტყვის თქმასაც და დასჯასაც ცოდნა უნდა. 
ზოგჯერ ეგ ტკბილი სიტყვა იმიტო არ შველის რო ეზარებათ შვილის მდგომარეობის საფუძვლიანად გამორკვევა და ჩაწერენ მარაო.geზე "10 მარტივი ხერხი თუ როგორ მოვიქცეთ როცა პატარა არ გვიჯერებს" და რაღაც ###ობა გამარტივებული ხერხებით და სიტყვებით ცდილობენ მათ მორჯულებას, არადა რეალურად ბავშვის და ადამიანის ფსიქიკაც ჩახლართUლი და მუდამ ერთმანეთთან დაკავშირებულია. 
მშობლებს ის აწუხებთ რო ბავშვი სტუმრებთან ულამაზოდ იქცევა , ან სკოლაში წასვლამდე ტანსაცმელს არ იცვამს, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რო განა ამას ბავშვი ძალით აკეთებს, არამედ უბრალოდ მას ასეთი ფსიქიკა ჩამოუყალიბდა და 90% მისი ქცევებისა და სიტყვებისა ამ გაუცნობიერებელი დაუკმაყოფილებელი განცდებისგან მოდის. 
თუ მარაო.ge ზე ისეთი რჩევა წაიკითხე, რომელიც მორგებული იყო ისეთ ბავშვზე (გოგონაზე), რომელიც დედასთან ურთIერთOბის ნაკლებობას განიცდის (რაც არაა დაკონკრეტებული სტატიაში), მაგრამ შენი შვილი ბიჭია და მამასთან ურთIერთობა უჭირს, ამ ორი ბავშვის პრობლემა სუ სხვადასხვანაირია და სხვადასხვა მიდგომა სჭირდება.. 
რაც შეეხება ცემას და რატოა ###ობა. 
ფსიქოლოგების აზრით ბავშვის პოტენციალს პატარა ასაკში არ აქვს შეზღუდვები. 
ამ ასაკში მთავარი მისთვის არა განათლების ან ''სამაგალითო" ქცევების ჩამოყალიბება, არამედ სიმამაცის გამომუშავებაა, რითაც ჩამოუყალიბდება ფსიქიკა , როგორც over-achiever ან უარეს შემთხვევაში under-achiever , ამის შედეგად კი აისახება მისი მიდგომა ცხოვრებისადმი, და როგორ გაუმკლავდება ის ისეთ საკითხებს როგორიცაა ოჯახი, განათლება და ა.შ. 
მოკლედ, ცემაში ცუდი ისაა, რო მას მაშინ მიმართავ, როცა ბავშვს ვერ აგებინებ. ანუ რეალურად ბავშვის გადმოსახედიდან მას უმიზეზოდ სცემ, რადგან ელაპარაკე ელაპარაკე და მაინც ვერ გაიგო და გადახვედი რტყმაზე. მოკლედ რო ვთქვათ ასეთი ქცევით შენს შვილს ჩმორად აყალიბებ და ეს გამოჩნდება მისი ცხოვრების ყველა ასპექტში..
ბავშვი რო ჯიუტად იქცევა და არ გიჯერებს ეგ იმიტო კი არა რო შეუგნებელი ###ა, არამედ იმიტო რო მშობელმა არასრულფასოვნების მძაფრი განცდა ჩამოუყალიბა და ამ ასაკში სამაგიეროს გადახდისა და თავის წარმოჩენის ერთადერთი გზა არის ხისთავიანობა , ტირილი, ღრიალი , და უკვე უფრო დიდ ასაკში ხელის შებრუნებაც შეიძლება. ეს კიდე იმიტო რო არ არსებობს ინდივიდი რომელსაც არ აქვს უკეთესობისკენ სწრაფვის მიდრეკილება. ცემით კი მასში ამ განცდას კლავ
შეიძლება მართლა ძალიან წარმატებულიც გაიზარდოს ცემაში გაზრდილი ბავშვი (არის ამის უამრავი მაგალითი და ასეთ ხალხს ობსესიური ტიპები ქვიათ, რომლებისთვისაც მთავარი წესრიგი და დალაგებულობაა, რადგან მშობლები ასე ზრდიდნენ მას სამაგალითოდ და ამ წესრიგის და პასუხისმგებლობის განცდა სწავლაში და შრომაშიც გამოიხატება (დიდი ნებისყოფა, კარგი ძილის და ჭამის გრაფიკი, ჯანმრთელობის მუდმივი მოვლა, ყოველთვის მოწესრიგებული დავალებები სკოლაში და მოკლედ პერფექციონიზმისკენ სწრაფვა)), მაგრამ იმაზე უნდა დაფიქრდე რო ასეთი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება განწირულია საშინელი ფსიქიკური ტანჯვისთვის და შეიძლება მას არც უღირდეს ეს წარმატება .
უბრალოდ მშობლებს ვერასდროს ვადანაშაულებ იმიტო რო არ მისცემიათ ელემენტარული ცოდნის მიღების საშუალება ამ საკითხებზე და ხშირად ჰგონიათ რო სიყვარულით აკეთებენ შვილისთვის ყველაფერს, რაშიც ვერ შეეკემათები. მარა ბევრი რამე მაინც ძაან არეულია ამ მეთოდებში 

 თან ამ ### ქვეყანაში ვის აქვს იმის საშუალება რო ფსიქოლოგთან ატაროს შვილი :/ ფასებიც ისეთია #####ან
ვინც იძახით რო ზოგი ისეთი ###ა რო ვერაფერს გააგებინებ ცემის გარეშეო (მაგალითად ძაღლებს რო კლავენ და ა.შ) , ამ ბავშვს უყურეთ და მერე გააკეთეთ დასკვნა. მოკლედ ფსიქოლოგმა იმუშავა დიდი ხანი და დღესდღეობით ჩვეულებრივი ადამიანია და მედდად მუშაობს საავადმყოფოში , ყავს ოჯახი , მეგობრები და ა.შ
პ.ს ეს ბავშვი 1 წლის რო იყო მამამ გააუპატიურა და არ ჩამოუყალიბდა სიყვარულის გრძნობა. 
 ხოდა სანამ ძაღლის მწამებელ ბავშვებს ბენზინს გადავასხავთ იქნებ დავფიქრდეთ მაინც  
      
        
Nobody exists on purpose, nobody belongs anywhere, everybody's going to die, come watch TV?