ნიკოტის არ იღებ, ერთი ეგაა სარგებელი. სხვა მხრივ ისევ ისეთი დამოკიდებული ხარ, როგორიც ორი წლის უკან იყავი.
ნუ შენი პრიორიტეტი ალბათ ისაა, რომ ნიკოტინით არ გაიბიდნო, მაშინ კი ბატონო, კარგია, ეწიე ელ-სიგო.
ჩემი პრიორიტეტი, უპირველესი იყო არ ვყოფილიყავი რამეზე დამოკიდებული და შესაბამისად ელ-სიგარა არც გამივლია.
ან რაში მინდოდა, ლომკა კი არა, ყოველ დღეს მოქონდა სიხარული იმით, რომ არ ვეწეოდი.
ამაში კი ალენ კარი დამეხმარა.
ბოლო ღერი: 24 დეკემბირს ღამე მოვრჩი ალენ კარის კითხვას. კენტის კოლოფში ერთი ღერიღა დამრჩენოდა. მოსაწევ ოთახში შევედი,
მოვკალათდი, გავუკიდე და ბოლომდე მოვწიე. წიგნმა იმდენად დამამუშავა, რომ სულ სხვა გემოზე მოვწიე, განწყობა შეცვლილი იყო.
შემდეგ ჩავაქრე შავ საფერფლეში, რომელსაც ბოლში გახვეული მწეველი ჩონჩხის თავი ეხატა.
კოლოფი, სანთებელა და საფერფლე შევახვიე ცელოფანში, გავედი ქუჩაში, ურნაში ჩავუშვი, თან ვემშვიდობებოდი.
მას მერე არც კი მომდომებია მოწევა, სულ მცირე ლომკაც არ მიგრძვნია. ხოდა, ამდენ ჩალიჩს, იყიდეთ ეგ ოჯახაშენებული წიგნი
და იყავით ბედნიერი, რაის ელ-სიგარა აგიტყდათ.
პ.ს. მანამდე ზუსტად განსაზღვრეთ თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი მოწევას და წიგნის კითხვის პერიოდში იმდენი მოწიეთ,
რომ სულ ყურებიდან უშვებდეთ ბოლს. მე ეგრე ვიყავი, ძაან ბევრს ვეწეოდი და ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვეწეოდი.
მოუხდება ამ თემას.
This post has been edited by Estrella on 7 Dec 2016, 17:44