Asklipiodotaaდოსტოევსკი სადმე რუსულ შოვინიზმს აკრიტიკებს? სამაგიეროდ რას ქადაგებს დოსტოევსკი? შემთხვევით იმას ხომ არ, რომ რუსეთი მესამე რომია და მეორე ბიზანტია და ბიზანტიის დაცემის შემდეგ სწორედ რუსეთს ერგო წილად მართლმადიდებლობის დაცვა და სწორედ რუსეთი არის ჭეშმარიტი რელიგიის მფარველი? იმას ხომ არ ქადაგებს, რომ კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა ანუ ევროპამ უღალატა ღმერთს და ეშმაკის მხარე აირჩიეს და ყოველივე ცუდი სწორედ ევროპიდან მოდის?
დოსტოევსკი იდეოლოგია ერთი ერთში ემთხვევა დუგინის იდელოგიას.
მე გარკვევით მიწერია, რომ დოსტოევსკის დააბრალო ის რაც რუსეთს სჭირს, არ არის მართებული, მაგრამ ფაქტია რომ რაზეც რუსული შოვინიზმი დგას, მაგ იდეებს არა მხოლოდ იზიარებდა დოსტოევსკი სეიოზულ პროპაგანდასაც ეწოდოდა მაგ კუთხით.
ყოველივე ეს არ უარყოფს იმას, რომ დოსტოევსკი დიდი მწერალი არ იყო და ისე არ უნდა ვიკითხოთ, რა თქმა უნდა დოსტოევსკი აუცილებლად წასაკითხია მნიშვნელობა არ აქვს ლიტერატურა გიყვარს თუ არა.
დუმბაძე იმიტომ ვახსენე, რომ ლილის ეწერა და მის პოსტს გავეცი პასუხი.
აბა, სად დოსტოევსკი და სად დუმბაძე?
დუმბაძე არ იყო ჭ კლასს მწერალი, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ მისი გაქაჩვა მოხერხდა კომუნისტების მიერ, რადგან რეჟიმის ყურმოჭრილი მონა და პროპაგანდისტი იყო.
საშუალო დონის პაპსა მწერალი იყო, რომელიც რეჟიმმა ლეგენდად და სათაყვანებელ პიროვნებად აქცია.
ჯერ, რა ამაზრზენი იყო ტიპი აზრზე ხარ?
რეჟიმმა დაუხვრიტა მამა და დედას დააშორა, ანუ გადაასახლეს,რამაც საბოლოოდ შეიწირა ის ქალი და ტიპი მაინც მაგ რეჟიმის მსახური გახდა.
დუმბაძე როდესაც იწყებს მოღვაწეობას სტალინის სისხლიანი ტერორი დასრულებულია და ცოტა ლიბერალიზმისკენ იხრება საბჭოთა რეჟიმი.
იწერება თამამი ანტი საბჭოთა ლიტერატურა, რომელშიც თტ რეჟიმის აშკარა კრიტიკა არაა, იბეჭდება კიდეც...
და ამ დროს, ანუ როდესაც არავის უსპობენ სიცოცხლეს და არც ასახლებენ ხალხს დუმბაძე იმისთვის, რომ კარიერა გაიკეთოს ხდება რეჟიმის მსახური.
ტიპმა ერთ ერთ თავის წიგნში შუაგულ გურიაში რუსი გააძრო, რომელიც მამაცია და ერთი სული აქვს ფრონტის ხაზზე როდის დაბრუნდება, მისი საპირისპირო არის გურული ახალგაზრდა კაცი, რომელიც მშიშარა და ფრონტზე რომ არ წაიყვანონ ფირალად ვარდება ტყეში :დ
სხვა წიგნში ჯერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია ბოლშევიკების და მენშევიკების ბრძოლად შერაცხა და შემდეგ საბჭოთა კავშირიდან ვინც გარბოდა ნარკომანებად გამოიყვანა და ასევე მაგ წიგნში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც მთავარი გმირი ერთ - ერთ წვეულებაზეა სადაც ახალგაზრდა პოეტები კითხულობენ თავიანთ ლექსებს და მაგ ახალგაზრდებში იგულისხმება ის თაობა საბჭოთა რეჟიმის კრიტიკით რომ გამოირჩეოდნენ, ფაქტობრივად ე.წ დისიდენტები, ჰოდა ნოდარას პერსონაჟი, რომელიც მისი ალტერ ეგოა უწუნებს შემოქმედებას )))
ნუ თეთრი ბაირაღებზე არაფერს ვიტყვი)))
ჭავჭავაძემ მაქსიმუმი გააკეთა და ერი გარუსებას გადაარჩინა და ახლა რამდენიმე კაცი რომ ბოლომდე ვერ მიიყვანს მაგხელა საქმეს, ეგ წესით კარგად უნდა მოგეხსენებოდეს.
lilyhammerსაერთოდ არ მგონია რომ წიგნების კითხვა აკეთილშობილებს ადამიანს და არც ის, რომ რაც მეტს კითხულობ უფრო ჭკვიანი ხდები.
მე დავწერე,რაც არის და როგორც არის, თორემ დოსტოევსკიმ დაღუპა რუსეთი - მეთქი არ დამიწერია, პირიქით დავწერე.
დუმბაძესთან დაკავშირებით თითქმის გავეცი პასუხი აჩკიპას პოსტში, რაც შეეხება დუმბაძის ე.წ ჰუმანიზმს მაგას დიდი პოსტი უნდა და უკვე საკმარისზე დიდი პოსტი დავწერე.
იმედია არ მიწყენ საკმარისად რომ არ გავშალე, როგორც აჩკიპა იტყვის ხოლმე