კაროჩე იმის თქმა მინდა რომ წინასწარ არ შეიძლება ადამიანზე პროგნოზი გააკეთო ჰოროსკოპის მიხედვით,
და არც ის არ არის ლამაზი, დღის ჰოროსკოპს რომ კითხულობენ და უწერიათ რომ დღეს წარუმატებელი და კონფლიქტური დღე ექნებათ და ამიტომ უნდა აარიდონ თავი ადამიანებთან ურთიერთობას და ამის გამო მართლა სახლში რჩებიან ან სამსახურშიც თუ არიან, კონტაქტზე არ გამოდიან იმიტომ რომ დღის ჰოროსკოპში ეგრე უწერიათ

აშკარად ემჩნევათ რომ მსგავსად იქცევიან, ზოგი ხმამაღლაც ამბობს ამას

ისე ერთხელ უნდა გადავამოწმო მერე ვინმეზე

კი ვერ მოვიფიქრე აქამდე

დაბღვერილი სიფათით რომ იქნება უმიზეზოდ, ვნახავ ერთი რა ეწერება დღის ჰოროსკოპში
მოკლედ ტეხავს რაა, ჩვეულებრივად თავისუფლად უნდა იცხოვრო, მე არავის არ ვაძალებ ჩემნაირად იაზროვნოს, უბრალოდ ინფორმაციას ვაწვდი რომ ტეხავს და ძალიან სასაცილოდ ჩანს გვერდიდან როცა უყურებ ამ ყველაფერს, თან მარაზმია რაა, ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში რაღაც მეცნიერება რომ ერევა რომელმაც ვარსკვლავების წყობით თუ რაღაცით დაადგინა, რომ დღეს ისინი ერთმანეთს არ უნდა გაესაუბრონ, ან სახლში უნდა დარჩნენ, ან პირიქით, დღეს უნდა გამოავლინონ ბოლომდე ყველაფერი და ზედმეტად თავდაჯერებულები იჩითებიან
და თან ყველაზე ძალიან ის არ მესმის, ეს ჰოროსკოპის ექსპერტები მორწმუნე ხალხს ათი თითით რომ დასცინიან
This post has been edited by Englaaand on 14 Dec 2018, 14:40