ხალხნო კიდევ ერთ კარგ რაღაცას გასწავლით.
არის უმშვენიერესი საიტი
https://www.windytv.com რომელსაც ძალიან საკაიფო ინტერფეისი აქვს და ის ყველაფერს აჩვენებს..
მარა ძირითადად მანდ ქარებს ვუყურებთ. აჩვენებს როგორც არსებულ ქარებს რა სიმაღლეზე რა ქარია, ასევე მოსალოდნელებს...
მარა ინტერფეისი უნდა დაამუღამოთ...
აი დავუშვათ გაიგეთ რომ თოვლია გამოცხადებული რომელი დღეს და გიანტერესებთ ქარების ამბავი...
შევდივართ ამ საიტზე
https://www.windytv.com იხსნება რუკა... ვუახლოვებთ ისე რომ მთელი აღმოსავლეთის საქართველო, ახლო აზერბაიჯანი, და დასავლეთის საქართველოც ჩანდეს... აი როგორც სკრონზეა...
გახსენით პირველი სპოილერი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1)ხოდა სულ თავიდან გვიჩვენებს საიტი რა ქარია ქვემოთ მიწასთან ახლანდელ დროში.
პირველი სკრინი.

2)მაგრამ ჩვენ ასევე გვაინტერესებს რა ქარია ამ წუთას იმ სიმაღლეზე სადაც ნალექის ღრუბელია...
ამისთვის გადავდივართ მარჯვენა ქვედა კუტხეში სადაც მთა ახატია და მანდ ვირჩევთ სიმაღლეს 850 hpa, 1500 m.
ხოდა გვიჩვენებს რა მიმართულების ქარია სიმაღლეზე 1,5 კმ სადაც ნალექის ღრუბლებია.
მეორე სკრინი.

3) მაგრამ თოვლი დღეს ხომ არაა გამოცხადებული... სხვა დღეს არის გამოცხადებული, ამიტომ ქვემოთ timeline-ზე ვახვევთ დროს იმ რიცხვზე რომელიც გვაინტერესებს... ხოდა გვიჩვენებს რა მიმართულების ქარი იქნება ღრუბლებში მაგალითად 28 იანვარს.

4)ზამთარში ღრუბელი სააკმაოდ დაბლაა დაშვებული და 850hpa, 1500 m გარდა ასევე გვაინტერესებს კიდე ორი სიმაღლე. რომელსაც ვირჩევთ იმ მენიუდან, მარჯვენა მხარეს ქვემოთ სადაც მთა ახატია
სიმაღლე 900 hpa, ანუ 900 m.... არის თბილისის ანძის ზედა წერთილის სიმაღლე, მანდაც ქარი სასურველია არ იყოს ჩრდილო-დასავლეთის..
სიმაღლე 925 hpa, ანუ 750 m არის მთაწმინდის პარკის სიმაღლე, მანადაც სასურველია რომ არ იყოს ჩრდილო-დასავლეთის ქარი...მეოთხე სკრინი
ეხლა დავუშვათ გამოცხადებულია ნალექი. შევედით საიტზე და შევამოწმეთ სიმაღლეები...
დალშე მეორე სპოილერი გახსენით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1)850hpa,1500m = ჩვენი ქარი
900hpa, 900 m = ჩვენი ქარი
925hpa, 750 m = ჩვენი ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩვენი ქარი სიტუაცია იდეალურია... ნალექის დროს ქალაქში იქნება ძალიან დაბალი ხილვადობა, გინდაც ნალექი სუსტი იყოს...
ღრუბლები ძალიან დაბალი, ანძა მთლიანად დაფარული.. ხოლო როცა ნალექი შეწყდება, ფეჩების ბოლის სუნი დადგება ქალაქში...
იმიტომ რომ ჩვენი ქარი სუსტია.

ასევე სადმე მაღალ შენობიდან რომ გადავხედოთ ქალაქს ღამით, შორეულ ლამპიონების შუქს ვერ დავინახავთ.
2)850hpa,1500m = ჩვენი ქარი
900hpa, 900 m = ჩვენი ქარი
925hpa, 750 m = ჩვენი ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩრდილო-დასავლეთის ქარიუფ დიდი არაფერი კაცო, ქვემოთ რაც უნდა ის უქნია, მაინც ვერ გაძლიერდება..
ისევ იდეალურია სიტუაცია. ნალექს ვერ შეუშლის... ნალექიან ღამეს რომ გადავხედოთ მაღალი შენობიდან, ყველა ქალაქის ლამპიონი კარგად გამოჩნდება გარდა მთაწმინდის და კუს ტბის...
3)850hpa,1500m = ჩვენი ქარი
900hpa, 900 m = ჩვენი ქარი
925hpa, 750 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩრდილო-დასავლეთის ქარისიტუაცია ნორმალურია... ნალექი ვერ დაიკლებს... თუმცა ხილვადობა ქალაქში ძალიან გაუმჯობესდება...
ასევე დაინახავთ რომ ნისლი რომელიც დაშვებულია მთაწმინდაზე, მოძრაობს ჩრდილო-დასავლეთიდან, ხოლო ანძა იქნება დაფარული ღრუბლით
რომელიც მოძარაობს ჩვენი ქარის მიმართულებით...
4)850hpa,1500m = ჩვენი ქარი
900hpa, 900 m = ჩრდილო-დასავლეთის
925hpa, 750 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩრდილო-დასავლეთის ქარისიტუაცია არ ვარგა თბილისის ცენტრისთვის... მიუხედავათ იმისა რომ ღრუბლებში ჩვენი ქარია. ქვემოდან ნესტი არ მიეწოდება კარგად განვიათარებისთვის, რადგან ჩრდილო-დასავლეთის ქარი მშრალია ძაან... შესაბამისად ნალექი იქნება სუსტი. ხილვადობა კარგია.. კარგად ჩანს ანძაც და ნისლი არსად არ არის. მასეთი სიტუაცია ბოლოს იყო 2016 წლის საახალწლო ღამეს.. როდესაც ცენტრში ერთი სანტიმეტრი ვერ დადო.. გარეუბნებს არაუშავს...
ზუსტად ამას ველოდებით 28-ში
5) 3)850hpa,1500m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
900hpa, 900 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
925hpa, 750 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩრდილო-დასავლეთის ქარიგავდივართ იმ საიტიდან და ამ თემიდანაც

ამინდს არ ვაქცევთ ყურადღებას...

ანძაც მოწნედილია. ცვალებადი მოღრუბრულებაა და ეს ღრუბელბი ქვემოთ ძალიან სწრაფად მოძრაობენ... ისეთ უბნებში როგორც დიღომი, გლდანი. თემქა და პლატო. ქარს მოაქ ფიფქები მცხეთიდან...ქალაქში ძალიან მშრალი ჰაერია...
6) 3)850hpa,1500m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
900hpa, 900 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
925hpa, 750 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩვენი ქარინალექის დროს მასეთი კომბინაცია იშვათობაა და მხოლოდ იმის ნიშანია რომ სხვა სიმაღლეებზეც ქარი მაღე შეიცვლება...
ხოლო უნალექო კარგი მზიანი ამინდის შემთხვევაში თუ შეიქმნა მასეთი კომბინაცია.. იქნება საშინელი ნისლი ქალაქში... ხოლო ზემოთ ცა იქნება მოწმენდილი.. (რადიაციული ნისლი)...
7)850hpa,1500m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
900hpa, 900 m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
925hpa, 750 m = ჩვენი ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩვენი ქარიმასეთი კომბინაცია არის ძირითადად ინვერსიის დროს... როდესაც ნალექი ძალიან სუსტია გამოცხადებული..
მაგ შემთხვევაში იქნება ღრუბლიანი ამიდნი, მთაწმინდაზე ნისლით, ხილვადობა უსაზიზღრესი, როგორც პირველ პუნკტში... თუმცა ღრუბლები ძალიან დაბლაა. ან საერთოდ არ მოვა ნალექი, ან 2-3 ფიფქი ჩამოვარდება... ან ცოტა ჟინჟგვლა..[/color]
8)850hpa,1500m = ჩრდილო-დასავლეთის ქარი
900hpa, 900 m = ჩვენი ქარი
925hpa, 750 m = ჩვენი ქარი
ქვემოთ ქალაქში = ჩვენი ქარიძალიან იშვიათი და საინტერესო კომბინაცია.. ამ შემთხვევაში ანძის სიმაღლამდე ჩვენს ქარს იმდენი ნესტი შემოაქ რომ იმ თრილეთის ქედის მიერ გაფუჩებულ ღრულბებს რომლებიც არიან სიმაღლეზე 1500 მ და რომელსაც ჩრდილო-დასავლეთის ქარი ატარებს, ემატება ახალი ნესტი და ენერგია..
ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ რომ ანძრის სიმაღლეზეც დაფარულია ყველაფერი ქვედა ღრუბლებით რომლებსაც ჩვენი ქარი ატარებს და რომლებიც დამჯდარია მთაწმინდაზე... ხოლო ცოტა ზემოთ ჩანს რომ მთავარი ღრუბლები მაინც ჩრდილო-დასავლეთიდან მოძრაობენ.
მასეთ კომბინაციაზე ხშირად მოსულა ძლიერი ნალექი.
the undertakerსხვათაშორის იმედი არ მომიკლავს.. ჩვენი ქარი ღრუბლების სიმაღლეზე იქნება მხოლოდ 28-ში საღამოს

სულ რაღაც 8 საათით მოვა...
და მარტო მაგან თუ შეგვიწყობს ხელს..
This post has been edited by Tunes on 24 Jan 2017, 21:07