ჯერ სიტყვა მომეცი რომ თქვენთან რომ მოვა მასეთი გადაიღებ და ამ თემაში დადებ და ბაზარი არაა ითოვებს

ისე და პირველ ვიდეოზე გესმის ხმა თუ როგორ ეცემა თოვლი იქაურობას?
სინამდვილიშე ამ ნალექის სახელწოდება არის Graupel-ი რუსულად снежная крупа.
ქართულად სახელწოდება არა აქვს, მარა თქვენთან რომ იყოს ეს ამინდი.გე-ზე წესით უნდა დაეწეროს მწირე სეტყვა. ასე წერს ხოლმე.
მაგის საფარი საგუნდაოთ თოვლს ბევრად ჯობია.
ხოლო თვითონ თოვლი რა მსხვილი ფანტელით არ უნდა მოდიოდეს, ის ასე სწრაფად არ ვარდება და კურტკას რომ ეცემა ასეთი ძლიერი ხმა არა აქვს.
თქვენთან ეს დღეები თოვლი იყო მარტო თუ graupel-იც?

ეხლა ხელში რომ აიღი 10 კუბური სანტიმეტრი თოვლი და გუნდა გააკეტო, ის 3 ჯერ პატარა გამოვა.
მარა ხელში 10 კუბური სანტიმეტრი graupel-ი რომ აიღო და გუნდა გააკეტო ის დაახლოებით იმავე მოცულობის გამოვა.
ასევე დარტყმა ამ გუნდას ძალიან მწარე აქვს

გოგებს ძალიან არ ევასებათ როცა გრაუპელის გუნდით ურტყავენ.
მაგრამ სასრიალოდ graupel არ ვარგა.
თოვლისგან განსხვავებით graupel ძალიან ხანმოკლე ნალექია და შეუძლია როცა ქალაქში თოვს 15 წუთით ჩაანაცვლოს.
ეს ხდება ძირითადად ინტენსივობის გაძლიერების დროს ანუ დასაწყისში.
მარა ასეთი შემთხვევებიც როცა მარტო graupel მოდის და თოვლი არ მოდის, მსოფლიოში ყოფილა თუმცა იშვიათობაა.
ამ სურათზე მარტო graupel-ის ფანთელებია. და ის ძირითადად მოდის ტემპერატურაზე -2-იდან +4-მდე.
და დადება შეუძლია +4-ზეც ასფალთზე, მარა მალე დნება ძალიან.
This post has been edited by Tunes on 31 Jan 2017, 05:32