პირველი თოვლი თბილისის შემოგარემოში, ანუ ბეთანია, ცხვარიჭამია, მცხეთა? თუ გახსოვს წელს მოვიდა 31 ოქთომბერს, თითქმის რეკორდი იყო.
სურათებიც შემრჩა

ქალაქის ცენტრში მაგ დროს ტემპერატურას ნამდვილად ვერ დააგდებს ისე მაგრად რომ დადოს, იმიტომ რომ შემოდგომაა და სხვა ტემპერატურის განრიგზე ვართ
Foreign-Affairsხოდა ის უკვე გაზაფხული აღარაა, ის უკვე ზაფხულია... უბრალოდ ჩვენთან რომ ეს ყველაფერი ადრე ხდება, მაგიტომაც ითვლება გაზაფხულში.
როდესაც ნალექი მთლიანად ლოკალურ კონვექციის რეჟიმში გადადის, ეს უკვე ზაფხულია

სინოფტიკური ენით რომ ვთქვათ.
Corvetteმთელი 21-ე საუკუნე რომ ავიღოთ თბილისში:
და აქედან რამე თუ გაგახსენდა?

2000-2001 თოვლი მოვიდა მხოლოდ ერთხელ იანვარში ნათლისღების შემდეგ. პირველი დღე ვერ დადო, მარა მერე 2 თოლვიანი დღე იყო,
და დადო, და კარგი ხანს არ დნებოდა. მახსოვს ციგით ვსრიალებდი


2001-2002 ერთ ერთი ყველაზე უთოვლი და თბილი ზამთარი თბილისის ისტორიაში, რომელსაც დაერთო ძალიან ცივი და წვიმიანი გაზაფხული.
დიდი მიწისძვრის წელი. მაშინ თებერვალში +20-მდე ადიოდა, და სულ მზე და სიცხე იყო. მარა გაზაფხული ისეთი ცივი და წვიმიანი იყო. აი იმენნა მთელი აპრილი დუტებში დავდიოდით. და 2 აპრილს თუ არ ვცდები სველი თოვლი მოვიდა, მარა ვერ დადო.


2002-2003 ლეგენდარული ყველაზე ცივი და თოვლიანი ზამთარი თბილისის ისტორიაში, ასევე ძალიან ცივი და თოვლიანი გაზაფხული. რომელსაც ჯერ ვერც ერთი ზამთარი ვერ აჯობა.
მარა ამ ზამთარს ყველაზე კარგი თოვლი იყო 20-21 დეკემბერს, როცა 20 დილიდანვე წამოვიდა ჩვენს ქარზე და დადო, და 21 დეკემბერს დღის 3 საათამდე თოვდა... მახსოვს საფარი ეზოში იყო 30 სმ-მდე და მუხლებით ვიძირებოდი თოვლში.


2003-2004 იყო უთოვლო ქარიანი და მშრალი ზამთარი. თუმცა შედარებით ცივი იყო მარტი, და თუ არ ვცდები მარტში მოვიდა რამოდენიმე ჯერ მარა ერთხელ დადო და დადნა.

2004-2005 ზურაბ ჟვანიას გარდაცვლის წლის ზამთარი, როდესაც თებერვლის მეორე ნახევარში შემოვიდა ციმბრიული და თითქმის 10 დღე გადამბულად თოვლდა. დღისით +4 მდე ადიოდა მაინც და დნებოდა, მარა ყოველ ღამეს დებდა და ვგუნდაობდით, ციგებზე შეუაღამისას პირდაპირ ტრასაზე ვსრიალობდით მახსოვს.

2005-2006, ის ზამთარი როცა რუსებმა გაზსადენი ააფეთქეს, აქცია რომ იყო მისტერ გაზ პუტინ.
უკვე შედარებით კარგად მახსოვს რომ 25 ივნარს წამოვიდა, მერე 26 მთელი დღე თოვდა და მახოვს მერე დიდ ხანს შერჩა საფარი, ყინვების გამო, რომელიც ციმბირულმა შემოიტანა.

2006-2007 უთოვლი და მშრალი იყო ზამთარი, მარა იყო ერთი ძალიან ცივი პერიოდი, როდესაც ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარის დროს ქალაქში ტემპერატურა -8-მდე ეცემოდა საღამოს.
მახსოვს გარეთ ვერ გამოვდიოდი ის საღამოები. ხოლო ქუთაისში 1 მეტრა იყო თოვლის საფარი და სახურავები ჩამოენგრა ზოგს, ხოლო ბათუმშიც იყო კარგი თოვლი. ეს კურიერიდან მახსოვს

თოლვი სცადა მოსვლა ახალ წელს. საღამოს დაუშვაა 31-ში, ცენტრში დადება ვერ მოასწრო და ღამე უკვე ჩრდილო-დასავლეთის ქარი იყო.ღამე ვერ ვგუნდაობდით.

2007-2008 ძალიან ცივი და თოვლიანი იანვარი. ყინვებით. 5-ში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დადო და მერე თითქიმს ყოვლედღე თოვა და ძლიერი ყინვებიც იყო.
ასევე თოვლი სცადა მოსვლა ახალ წელს და მთელი 31 რიცხვი თოვდა მაგრამ ვერ დებდა ცენტრში, და საღამოს ცოტა მოასწრო დადება და მერე ჩრდილო-დასავლეთის ქარი მოვიდა ისევ და დადნა ცენტრში. ღამე ვერ ვგუნდაობდით.

2008-2009 კარგი დეკემბერი როდესაც ბარბარობაზე თბილისში ღამე თოვლის დროს იყო ჭექა-ქუხილი, აქ ვიყავი უკვე ფორუმზე, მარა მთელი უსათაურო იყო გატენილი მესიჯებით რომ რაღაცა აფეთქდა


2009-2010 ჩვეულებრივი ნორმალური ზამთარი, როდესაც მთელი ზამთრის გამვალობაში თბილისში თოვლი 3-4 ჯერ მოვიდა და დადო


2010-2011 ესეც ჩვეულებრივი ნორმალური ზამთარი იყო, როდესაც 3 ჯერ მოვიდა თოვლი და დადო ზამთარში.

2011-2012 თებერვლის დასაწყისში მოვიდა ციმბირული , კარგი ცივი და თოვლიანი პერიოდიც იყო.


2012-2013, პირველი თოვლი რომ მოვიდა 2 ნოემბერს. ასევე ნომებრის ბოლოს რამოდენიმე ჯერ თოვდა მარა ვერ დებდა. და მერე თებერვალში ციმბრიული და თოვლი, დადებით და ყინვებით

2013-2014 აი ძალიან კარგი თოვლი თებერვლის დასაწყისში ციმბრიულზე და -14-მდე ყინვები.

2014-2015 ბანძი უთოვლი და თბილი ზამთარი.

2015-2016 ბანძი უთოვლი და თბილი ზამთარი, სცადა მოსვლა ახალ წელს ცოტა, მარა იდიოტობა იყო.
This post has been edited by Tunes on 1 Feb 2017, 17:31