სანამ გვიან ღამით თოვლი ისევ დაგვიბრუნდება 51-ე გვერდის ერთი პოსტი იქნება ისევ ინფორმაციული.
იმის გამო შეწყდა რომ ჩრდილო-დასავლეთის ქარი მოგვიახლოვდა საიმღლეზე 1500მ, და იქ ყველაფერი გაჩერდა.
წესით ღამე უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქარი მანდ.
მარა ამჟამად ღრუბლების და ქარების ნაცვლად უკვე პირდაპირ თოვლზე ვისაუბროთ.
რომელს შეუძლია უფრო კარგად დადება. რომელს შეუძლია დადებით ტემპერატურაზე დადება.
სპოილერი გავხსნათ და ეგაა.
1) Snow, ჩვეულებრივი თოვლი, რუსულად снег - ჩვეულებრივი წვიმის ანალოგია, მოდის ზამთარში nimbostratus ღრუბლებისგან რომლებიც არიან
სიმაღლეზე 1500 მეტრი. შეუძლია მოდიოდეს როგორც ფიფქებით ასევე წვრილი ფანთელებით მაქსიმალური ზომით 2-4 სმ.
საფარის შექმნა ასფალტზე ხდება 0 გრადუსზე და უარყოფით ტემპერატურაზე. მაგრამ ძლიერი ინტენსივობის შემთხვევაში შეუძლია დადოს ტემპერატურაზე +0,7 გრადუსამდე.
ის მსუბუქია ნელა ეცემა და კურკტას არ ურტყავს. დადებით ტემპერატურაზე ეცემა ცოტა სწრაფად.
კარგია როგორც საგუნდაოთ, ასევე სასრიალოთ.
p.s მაქსიმალური ინტენსივობის შემთხვევაში შეუძლია დადოს ერთ საათში 5 სმ საფარზე. ხილვადობა დაიკლებს 1 კილომეტრამდე.
მაქსიმალური ტემპერატურა როცა შეგიძლიათ ჰაერში თოვლის ფიფქის ან ფანთელის დანახვა არის +4
როცა ტემპერატურა 0-იდან +1-მდე ის ეწებება ტოტებზე, ოგონდ ქარი უნდა იყოს სუსტი.

2) Snow Showers - კოკისპირული თოვლი, რუსულად Ливневой снег - არის ზაფხულის ძლიერი წვიმის ანალოგი. მოდის cumulonimbus ღრუბლიდან რომელიც ზამთარში ზოგადად არის სიმაღლეზე 2000-3000 მეტრი. თუმცა ამ ღრუბელს შეუძლია რომ დაეშვას სიმაღლეზე 1200 მ-მდე ზამთარში. ამ ტიპის თოვლს შეუძლია მოვიდეს როგორც წვრილი ფანთელებით 2-4 სმ ასევე ძალიან მსხვილი ფანთელებით 5-8 სმ.
ძლიერი ინტენსივობის შემთხვევაში შეუძლია დადოს ასფალტზე +2-ზეც ინტენსივობის ხარჯზე.
საგუნდაოთ კარგია როცა მოდის 0-ზე ან ოდნავ დადებით ტემპერატურაზე. სასრიალოთ არაუშავს.
p.s მაქსიმალური ინტენსივობის შემთხვევაში შეუძლია დადოს ერთ საათში 20 სმ საფარზე. ხილვადობა დაიკლებს 200 მეტრამდე.
მაქსიმალური ტემპერატურა როცა შეგიძლიათ ჰაერში კოკისპირული თოვლის ფანტელის დანახვა არის +6
ამ ნალექს შეუძლია დაერთოს ჭექა-ქუხილიც.

როცა ტემპერატურა 0-იდან +1-მდეა ის ეწებება ტოტებზე, ოგონდ ქარი უნდა იყოს სუსტი.



1+2) იშვიათობაა რომ ჩვეულებრივი თოვლი და კოკსპირული თოვლი ერთად მოვიდეს მარა ამ შემთხვევაში ნალექის სახელწოდება იქნება Snow Mix და ინტენსივობა კარგი იქნება რა თქმა უნდა.
3) Snow Grains, ჟინჟღვლა თოვლი, რუსულად снежные зёрна - არის შემოდგომის ჟინჟღლვა ძალიან წვრილი წვიმის ანალოგი, მტვერივით რომ მოდის.
ეს ნალექი მოდის ძალიან დაბალი stratus ღრუბლებისგან 500-1000 მეტრი და მისი ინტენსივობა ძალიან სუსტია.
დადება შეუძლია მხოლოდ უარყოფით ტემპერატურაზე. მარა საფარის შექმნა თითქმის არ შეუძლია დაბალი ინტენსივობის გამო.
ვერც საგუნდაოთ ვერს სასრიალოთ ვერ გამოიყენებთ

ხილვადობა დაბალია მთისკენ როცა ვიყურებით ამ ნალექის დროს მარტო იმის გამო რომ ის მოდის ძალიან დაბალი ღრუბლებისგან და ნისლიდან.
მაქსიმალური ტემპერატურა როცა შეგიძლიათ ჰაერში ამ ნალექის დანახვა არის +0,2

4) Graupel , რუსულად снежная крупа არის მწირე ყინულოვანი ნაგლეჯი რომელიც ღრუბლიდან გავარდნისას დაცემის პროცესში თოვლის ფანთელს ჯერ დაეჯახა და მიეწება მარე ნახევრად დადნა და მერე ისევ გაიყინა ჰაერში. დაცემისას ის ურტყავს ზედაპირს და ისმის ხმა. ასევე თოვლისგან განსხვავებით ის საკმაოდ სწრაფად ეცემა.
დიამტერი 3-იდან 7 მილილეტრამდე.
მოდის მხოლოდ კოკისპირულ თოვლთან ერთად . ძირითადათ მოდის როდესაც ტემპერატურა არის 0-თან ახლოს... შეუძლია დადება ასფალტზე +3 და +4-ზეც...
ეს ნალექი ძალიან ხელს უწყობს ზოგადად დადების პროცესს.
ხშირად მოდის დასავლეთ საქართველოში. საგუნდაოთ იდეალურია და აქვს ძალიან მწარე დარტყმა. თოვლს ჯობია ბევრად საგუნდაოთ.
აი სასრიალოთ კი არ ვარგა.
p.s მაქსიმალური ტემერატურა როცა შეგიძლიათ ამ ნალექის ჰაერში დანახვა არის +9
ამ ნალექს შეუძლია დაერთოს ჭექა-ქუხილიც.
p.s მაკრო სურათის გადაღების შემთხევავში ფიფქის სტრუქტურა ვერ გამოჩნდება.


5) Ice pellets, რუსულად ледяная крупа არის ჩვეულებრივი ან კოკისპირული თოვლის წვრილი ფანთელი რომელიც ღრუბლიდან გავარდნისას დაცემის პროცესში თითქმის ბოლომდე დადნა და მერე ისევ გაიყინა ჰაერში. დაცემისას ის ურტყავს ზედაპირს და ისმის ხმა. ასევე თოვლისგან განსხვავებით ის საკმაოდ სწრაფად ეცემა. წვრილი ნალექია 1-3 მმ დიამეტრი.
შეუძლია მოვიდეს როგორც ჩვეულებრივ თოვლთან ერთად, ასევე კოკისპირულ თოვლთან ერთად ასევე მათ გარეშე. ძირითადად მოდის როდესაც ტემპერატურა არის 0-თან ახლოს. შეუძლია დადება ასფალტზე +2-ზეც ძლიერი ინტენსივობის დროს.
საგუნდაოთ კარგია როცა მოდის დადებით ტემპერატურაზე თოვლთან ერთად, მარა თუ უარყოფით ტემპერატურაზე მოდის მაშინ გუნდა იშლება.
სასრიალოთ ყველაზე მაგარია ეს ნალექი რადგან თვისობებით ხელოვნურ თოვლს უფრო უახლოვდება ვიდრე ბუნდებრივ რა თქმა უნდა უარყოფით ტემპერატურაზე.
p.s მაკრო სურათის გადაღების შემთხევავში ფიფქის სტრუქტურა ვერ გამოჩნდება.
თბილისში კომბინაცია Ice pellets + ჩვეულებრივი თოვლი ძალიან ხშირად გვაქ.

გარჩევა ძალიან მარტივია... ქალაქში სეირნობის დროს თუ მარტო ჩვეულებრივი თოვლი მოდის ეს თქვენს კურტკაზე რომ ეცემა არ აბრახუნებს და გროვდება... და თუ ice pellets აქვს დართული მაშინ ესმის ხმა როგორ ურტყავს კურტკას და ქვემოთ ეცემა. ასევე ლამპიონებთან ღამით ის ციმციმებს.


6) Small hail , მწირე სეტყვა არის ზამთრის ნალექი რომელიც მოდის ზაფხულის ტიპის cumulonimbus ღრუბლიდან სიმაღლიდან 3000-4000 კმ. არის ზაფხულის სეტყვის ზამთრის ანალოგი. ის საკმაოდ მწირეა, მაქსიმუმ 5 მმ. მოდის ტემპერატურაზე +1-იდან +12-მდე... ხშირად მოდის დასავლეთ საქართველოში.
p.s შეუძლია დაერთოს ჭექა-ქუხილიც.

7) Sleet, ყინოლოვანი წვიმა, რუსულად ледяной дождь ძალიან იშვიათი ნალექი.
არის წვიმის წვეთი რომელიც ღრუბლიდან გავარდნიდასას ნახევრად გაიყინა გარედან იმის გამო რომ დაცემის დროს ცოტა ყინავდა მარა შიგნით წყალი დარჩა და ბოლომდე ვერ გაიყინა. ანუ პატარა ყინულოვან ბურთად გადაიქცა. რომელიც დაცემისას გასკვდა და ის წყალი რაც იყო შეგნით გამოვიდა.
მოდის მაშინ როცა ღრუბლებში იმდენად დადებითი და მაღალი ტემპერატურაა რომ ფიფქების ნაცვლად იქ წვიმის წვეტებია... მარა ღრუბლების ქვემოთ ცივა და ყინავს. ხოლო ზედაპირზე შეიძლება არ ყინავდეს, მაგ შემთხვევაში ბურთი გასკვდება და დაასველებს. ხოლო თუ ზედაპირზე ყინავს მაშინ ბურთი გასკვდება დაასვლებეს და ეს წყალი გაიყინება.
შექმნის ყინულის საფარს მხოლოდ ქვემოთ ასფალტზე. რაც საფრთხეს წარმოადგენს მოსიარულე ადამიანებისთვის და მანქანებისთვის.
მოდის იმავე ღრუბლებიდან საიდანაც ჩვეულებრივი თოვლი მოდის


8) Freezing rain , გაყინული წვიმა, რუსულად Замерзающий дождь - იშვიათი ნალექი.
არის ჩვეულებრივი წვიმა რომელიც მოდის უარყოფით ტემპერატურაზე..
ანუ როცა ღრუბლებში ძალიან თბილა და მარტო ქვემოთ ზედაპირზე მაგრად ყინავს. წვიმის წვეთი ეცემა ასფალტს და ეგრევე იყინება და ქმნის ყინულის საფარს... ტოტებს ასველებს და იქაც გროვდება ყინული, ყინულვანი წვიმის განსხვავებით.
ძალიან საზიზღრული ნალექია რომელიც დიდ საფრთხეს წარმოქნის ადამიანისთვის.
ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში ადგილი არ ყოფნის ხოლმე როცა ეს ნალექი სადმე მოდის.
ასევე ავარიები, რადგან არანაირი მარილი ქვიშით აქ უკვე არ შველის...
ასევე ყინულის ფენა გროვდება ხეებზე და თუ ის ძალიან სქელია მერე ტოტებს ტეყავს.
გროვდება მავთულებზეც და ტეყავს, ხალხი უშუქოდ რჩება.
იცის უფრო დაბლობში. მთიან რეგიონებში არ იცის.. ყოფილა ფოთში 2006-ში.
ევროპაში, კანადაში, აშშ-ში, რუსეთში, უკრაინაში ეს ნალექი დიდ ქალაქებში რომ მოდის ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოქნის.
მარა გზებზე რომ არ იყოს პრობლემები თექნიკური მარილის ნაცვლად ყრიან სპეციალურ რეაგენტებს.
ჩვენთან რომ მოვიდეს მაგრად დაგვენძრევა იმიტომ რომ ეს რეაგენტები ჩვენს მერიას არ გააჩნია.

მარა მაგასაც აქვს თავისი სილამაზე. ღამის ლამპიონებით განათებული გაყინული ტოტები.



