Moby-ზე დაჯმის ისტორია თუ არ იცით , მოგიყვებით.
პრინციპში, უკვე გიყვებით და აღარ გეკითხებით; ასე, რომ თქვენი ნება არაა.
მაგრამ შეგიძლიათ არ წაიკითხოთ.
მოკლედ, ცოტა ხნის წინ, მობიმ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია (ვინ დააძალა დაეწერა, ხზ) Then it fell apart, სადაც ბევრ სხვა "საქმენი საგმირონისთან" ერთად დაიკვეხა ისიც, რომ იყო დრო და მომენტიო, უფრო ზუსტად 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყისიო (მე ასე დავიმახსოვრე, შეიძლება უფრო ზუსტადაც უწერია,მაგრამ კ ჩერწიამ) , ნატალი პორტმანსა ვსდღნავდიო...
როგორც, ვთქვი, ან ავტობიოგრაფიას ვინ სძალავდა ან ენაზე ვინ ექაჩებოდა, მაიტა, სოსო ჯაჭვლიანივით, რაც გიიიბიარდია, სულ ამოსთქვიო. მოკლედ, მის ამ განცხადებას მოჰყვა განხილვა და რაც მთავარია, ნატალი პორტმანის პასუხი.
რაის მდღნავდა, ნაგლად მეჩალიჩებოდა სკოლის ახალ დამთავრებულს (პერვოკურსნიცას) ეგ ბებერი პედოფილიო და არ ვაძლევდიო. #metoo - ო.
აი, ამას კიდევ უფრო მოჰყვა განხილვა. რაიო, მობიო, ავიწროებდი ამ ქალბატონსო? შეიქმნა ერთი აჟიოტაჟი.
ერთი რამ არის, იმ დროს მობი პად 30+ მუჟჩინა გახლდათ და ამ ასაკს ბებერი არ ეწოდების. ჰოდა, რატომ დაიხარჯა ასედ პორტმანი მობის ამგვარ შემკობაზედ? როგორც ამბობენ, პორტმანს დიდად არ ეპიტნავა, რომ ტიპმა, რომელსაც მხოლოდ იმედს აძლევდა, ამგვარად განიდიდა თავი. თორემ მთლად ასაკში სხვაობა არ ყოფილა პრობლემა, რადგან გრძელი ენების ცნობით მას იმ პერიოდში თვით ლიამ ნისონი ჰყვარობდა რეალში, რომელიც მობიზე დიდი მაგრამ უფრო სიმპათიურიცაა.
მობი შავიდა არც თუ კარგ სიტუაციაში და სწორედ იმ დროს , როცა სრულად ჰოლივუდს უნდა ეხმარა ის საჯაროდ, მან დაზადნა და გამოიღო.
კაი ჰო, ნატალი , შეიძლება არ მაძლევდი მაგრამ მხარზე ხელის გადახვევის ნებას ხომ მრთავდიო და დადო ეს ფოტო

ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი ინციდენტი ამით ამოიწურა.