„მე ვარ ძალა, წარსულის წიაღიდან,
მხოლოდ ტრადიციებშია ჩემი სიყვარული.
მოვდივარ ნანგრევებიდან, ეკლესიებიდან, საკურთხევლებიდან და სოფლებიდან,
რომლებიც მიუტოვებიათ აპენინებისა და ალპების ქედქვეშ.
იქ, სადაც ბინადრობენ ჩვენი ძმები.
დავდივარ ტუსკოლანაზე შეშლილივით,
აპიას გზასაც შევუდექი უპატრონო ძაღლივით.
მწუხრსა და აისს გადავყურებ, რომ ჩამოწვა რომზე, ჩოჩარაზე, მთელ სამყაროზე...
როგორც ისტორიის შემდგომ განორციელებულ პირველ აქტებს.
რომელსაც ვუყურებ უხსოვარ დროში დაბადების პრივილეგიის გამო.
საზარელია ადამიანი, რომელიც მკვდარი ქალის წიაღიდან იშვა.
და მე...გაზრდილი ემრიონი.
ყველაზე თანამედროვე თანამედროვეთა შორის, დავხეტიალებ...
და დავეძებ ძმებს...
რომლებიც აღარ არიან.“