ტროლაობა მაშინ იყო თუ იყო...
პ.ს. "წუნა და წრუწუნადან" წუნას პაპა ვიბაზრე...
ორჯერ ვიტროლავე ლაივში
ედიკას დროა 2002 ან ჰადაჰა 2003 საჯარო რეესტრში ამონაწერი აღება დაჩქარებულად დ ამბები "ლევად" მინიმუმ 100 გელა ღირდა
მაზიანი მაქვს დადებული რომ ავიღებდი და იმ 100 ლარს მე მომცემდნენ (არა 99 _ზე შევუთანხმდი, აბა 100 რა ღორი ხომ არ ვარ)
მივედი ფორტოჩკაში, რომელიც ღია იყო მაგრამ მაინც ვაკაკუნებ...
გამოიხედა გოგომ რომლის სახელიც წინ დღეს სრულიად შემთხვევით იქვე კარიდორში გავიგე...
გამოიხედა და მივმართავ, გამარჯობათ... თქვენ... ნინო...
- დიახ,...
- სასიამოვნო, (ამ დროს დავიხარე ფანჯარასთან და მომღიმარი სახით დაბალ ხმაზე გავაგრძელე)
- ბატონ ვახტანგს ხომ არ დაურეკავს?
- უი, არაა, უნდა დაერეკა?
- მე მითხრა ნინო იკითხე ის დაგეხმარებაო...
- ახლავე არაა პრობლემა, რა გჭირდებათო
და მეც ამონაწერის განახლება მეთქი, თან საღამოს 6_მდე მეთქი...
ხომ არ გადავურეკო ბატონ ვახტანგს მეთქი, თან დაგალაპარაკებდით მეთქი და
- არა, იყოს ნ შეწუხდებით არ არის საჭიროო...
მოკლედ 1 საათში მომცეს ამონაწერი, არც ქრთამი გადამიხდია, ისევ სანდომიანი, ღიმილიანი სახით დავიხაე ფორჩოტკაში და დაბალ ხმაზე ვაგრძელებ:
- ბატონ ვახტანგს გადავცემ თქვენი გულისხმიერების შესახებ მეთქი, მადლობთ ნინო, დიდი მადლობა
ნუ ეს ნინო ხრენივოზნაეტ ღიმილით იღიმის და მომაყოლა სიტყვა,
- უკაცრავად, რომელი ბატონი ვახტანგი?
მეც ვუპასუხე:
- ბატონი ვახტანგი! და თვალები ზემოთ ავწიე ვითომ ვინმეზე ვანიშნე
ამ დროს, ეს ის დრო იყო
რა ვახტანგი, ვინ ვახტანგი_ო...
99 გელა გამოვიმუშავე და
კაი 99 ხინკალიც მივეცი (2 ჯერ, მაშინ ხინკალი 30-35 თეთრი ღირდა)
...