რუსთავი2 არის პარტიული ტელევიზია და ამაზე მგონი ერორის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერიც დამეთანხმება
მაგრამ გარდა ამისა რ2 არის ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდებული ტელევიზია
რომელიც ხელში ჩაიგდო სამთავრობო ძალამ რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ავტორიტარიზმით მედიის მიმართ
სამი ტელევიზია იქნა დარბეული სპეცრაზმის მიერ
ერთი 5 ტელევიზია იქნა ჩამორთმეული და სამთავრობო ძალის მიერ კონტროლის ქვეშ აყვანილი
2012 წლიდან ნელნელა ხალხმა დაიწყო მოთხოვნა წართმეული საკუთრების დაბრუნების
იბრძოლეს, იჩალიჩეს, ჯერ იმედი დაიბრუნეს და ახლა ცდილობენ რუსთავის დაბრუნებას
დემოკრატიის მომხრე ვინც არის კაკრაზ ხელი არ უნდა შეუშალოს კი არა პირიქით უნდა ითხოვდეს რომ დვალს დაუბრუნონ ეგ ტელევიზია
ორიოდე სიტყვას ვიტყვი "დემოკრატიის დამცველებზე"

ჯერ სიტყვის თავისუფლებასთან რ2 არაფერ შუაში არ არის
რადგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა მაგ არხს არ აქვს
ყველაზე ძღრენული პიზდეცინტელექტუალური არგუმენტი რაც კი მომისმენია ბოლო დღეებში ასეთია - "რ2 არის მთავრობისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. ის შეიძლება არ მოგვწონდეს მაგრამ სიტყვის თავისუფლება სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას გულისხმობს"
არ არის ეს ასე
მედიის თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი ძალისმიერი ჩარებისგან თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას
და არა მხოლოდ სახელმწიფოს ჩაურევლობას ჩვენს ლიბერალურ საზოგადოებას რო ჰგონია
რუსთავი ორი კიდევ არის ხელში ჩაგდებული ტელევიზია, რომლის სათავეშიც დღემდე არის იმ დროინდელი საქართველოს მთავარი პროკურორი რომელიც ამ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა
არხი წლების განმავლობაში განიცდის პირდაპირ ჩარევებს სარედაქციო პოლიტიკაში როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ასევე უკანონო მმართველებისგან
ნუ პირველ რიგში ეს დავა არის საკუთრებაზე
და უნდა ვთქვათ რომ ეს არხი ნაღდად არ ეკუთვნით იმ ხალხს დღეს ვინც მფლობელებად გვევლინებიან
მაგრამ ეს პოსტი მათთვის დავწერე საკუთრების იქეთ ვისაც უნდა გასვლა და ინტელექტუალური წიაღსვლები სიტყვის თავისუფლებაზე
რ2 არც კანონიერ მესაკუთრის მფლობელობაში არ არის
არც თავისუფალი მედია არ არის და არც ეს პროცესებია თAვისუფალი სიტყვის დევნა
მოკლედ არცერთი ვალიდური არგუმენტი არ არსებობს იმისა თუ რატომ არ უნდა დავუბრუნოთ კანონიერ მესაკუთრეს ტელევიზია

ხოდა ძალიან უცნაურია ამის ფონზე ასეთი აღშფოთებული ხალხი

დემოკრატია მეც მინდა მარა ეს რა შუაშია დემოკრატიასთან და სიტყვის თAვისუფლებასთან ან ამ ხალხს რატო ჰგონია რო შუაშია ვერ გავიგე
ბოლომდე წაიკითხეთ
This post has been edited by Perpendikulari on 4 Mar 2017, 15:57