ბანჯოოპოსტე, კაცო, ვინ გიშლის
უბრალოდ შენი ასაკი ისეთია, რომ გონება, ფსიქიკა, ნება, პიროვნება გამწარებული ყალიბდება და
ცოტა არ იყოს
დაუცველია ათასნაირი ჯურის ინფორმაციის, იდეოლოგიის და მსგავსი სისულელეებისგან, შენც იცი ეს ალბათ
შენს ინტელექტში ეჭვი არ მეპარება,
პირიქით
აღფრთოვანებული ვარ (იმ ხმით)

მაგრამ საქმე ინტელექტში არაა.
ძალიან ბევრსაც შეიძენ ინტერნეტში და ფორუმზე ძრომიალით, მასწავლებლებზე ჭკვიანი გაიჩითები და ტელევიზორში გამოხვალ ხვალ-ზეგ
მაგრამ ძალიან ბევრ ნაგავსაც დააგროვებ, რომელსაც shift+delete-თი ვერ წაშლი და
ვერც არიელის ენზიმები ვერ ამოიყვანს
და მთელი ცხოვრება გაგყვება
ეს ზოგადად ყველას პრობლემაა. ჩემიც, შენიც, გალესიც და ზაურისიც
და კიდევ ისაა ცუდი, რომ შენს გემოზე ვერ გაფილტრავ ინტერნეტიდან მომავალ ინფორმაციას:
გადახვალ რამე სამეცნიერო სტატიაზე და ამოგიგდებს პორნოსაიტის რეკლამებს

არც ჩემს დას დავუშლიდი
პროსტა ვუთვალთვალებდი მაინც, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავერიო, როგორც აღმსზრდელი