არი რა რაღაც ნიჭი ჩემში.

ადრე მასწმა რაღაც წიგნის წაკითხვა დაგვავალა, მე შემეზარა არ წავიკითხე და დავიკიდე. ჰოდა დღეს იკითხა რა, ზოგს ქონდა წაკითხული. მე რომ მკითხა ვუთხარი ეგ არა, სხვა წავიკითხე მეთქი.

არადა არაფერი წამიკითავს. ხოდა მეკითხება რა წაიკითხეო და არ დავიბენი მეც, მოვიგონე რაღაცები. ერთი ფრანგი მწერლის ნოველაა, ავტორი არ მახსოვს. "მეწისქვილის ნაამბობი" ასე ქვია მეთქი.

და კაროჩე არ ვიცი პირვეელად მესმის, მოგვიყევი რა ხდება, რაზეაო. და დავიწყე რაღაცების ბოდიალი, რომ შევყევი მშვენიერი ისტორია გამომივიდა.

ხოდა ვფიქრობ რომ დავწერო.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მთხოვა მათხოვე ეგ წიგნიო.

საიდან მოვუტანო რაც არ დაწერილა.

კაროჩე დავიწვები ალბათ ხვალ.