ფსიქო-განყზე ისეთივე სტერეოტიპული შეხედულებაა, როგორც უსათაუროზე.
უსათაურო "პრიშიკიანი" და პოიმისტი თინეიჯერების ბუდე რომ ჰგონიათ და ფსიქო.განყი მელანქოლიური ხალხის თავშესაფარი ცხოვრების სჰასტიკ ქჰარიშხალშიჰ...
ისე, კი არის რამდენიმე იუზერი, ფსიქოში მხოლოდ მაშინ რომ ჩამოდიან, როდესაც "ცხოვრება აღარ უნდათ" და იმდენ მომწავლელ, ნეგატიურ, წუწუნა პოსტს დებენ, რომ მაგრა
მინაგვიანებენ კიბერნეტიკულ აურას და მიხარია, რომ მე მე ვარ და არა ეგენი. უმეტესად ყოფით და ყოველდღიურ ამბებს მისტირიან, ე.ი. გოგონები ბიჭებს და ბიჭუნები გოგოებს,
ზოგჯერ სამსახურს ან 15-20 წლის წინანადელ, ცნობიერების საცობებს, თანაც მახინჯურად შემონახულს.
დიდი ალბათობით არსებულ რეალობას მწარედ აცდენილი, კომპლექსებზე დაშენებული მირაჟებია ეგ ყველაფერი.
შედი რა რამე აბსტრაქტულში. გაშალე თემა, სურათი, ისიამოვნე ამ მოგზაურობით. არა! წუწუნებენ ყოველდღიურობაზე, რომელიც მხოლოდ მათ შეზღუდულ აზროვნებაშია საწუწუნო,
ამის გამო წერენ რადიაციულ სიტყვებს, ანაგვიანებენ და წამლავენ კიბერ-ატმოსფეროს. უაზრობაა მოკლედ. ეგრევე ბრატისლავური ზამთარი მოდის.
უამე, რა მკაცრე და უშეღავათო ვარ, მამმა! ხო, ხო?
პ.ს.