SpringtimeOfYouthეგ რა შუაშია? იაპონური დვიჟენია კი არ არის ამ ახალ ფილმში. ამერიკული რიმეიქია.
სახელებიც შეცვალეს, ლაითი იაგამის მაგივრად თერნერი იქნება, ამანე მისა - მია სატონი და ა.შ.
ხოდა როცა "ამერიკანიზებულია" ყველაფერი და იაპონელ სტუდენტებს თეთრკანიანი მსახიობები თამაშობენ, რატომ არ შეიძლება იაპონელ გამომძიებელს შავკანიანი მსახიობი თამაშობდეს?
ანიმე და მანგა ზოგადად ცნობილია მაგით, რომ არარეალისტური შესახედაობის ხალხს ასაღებენ იაპონელებად. ეგ არაფრის თარგად გამოდგება.
და სულაც იაპონური დვიჟენია რომ იყოს, თვითონ მაგათ ეს აირჩიეს ლაითის როლში, შეეშალათ? თეთრკანიანი უნდა აერჩიათ, რადგანაც მანგაში უფრო ევროპეიდს გავს, ვიდრე აზიელს?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერე მეორე მონღოლოიდი ძალიან ფართო ტერმინია, ჩრდილოეთ ევროპაშიც ცხოვრობს ეგეთი ტიპის ხალხი.
ეს ფინელები რომ მანგის პერსონაჟები იყვნენ, ფილმი ჰოლივუდში გადაიღონ და ევროპეიდული ტიპის ქალებმა ითამაშეს, გაგიტყდება?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანდაც რატომ უნდა მადარდებდეს, ვის ათამაშებენ, ჩემი კომუნალური გადასახადებით ფინანსდება ეგ ფილმი? სად დაიკარგა კრეატიული თავისუფლება?
...God of another reality, Beggar of this world...