მე პირადად გამომიცდია ეს სიტუაცია ანუ მგზავრობისას ჩემი მდინარება დროში ან დროსთან, თუ როგორცაა.
ძაან მომწონს, როდესაც მიწევს რამდენიმე საათი მგზავრობა, ამ დროს ბევრს ვფიქრობ ჩემთვის, მძინავს და მყუდროდ ვარ, ხელს არავინ მიშლის.
ერთხელ მოვდივარ სვანეთიდან და სადღაც ლეჩხუმსა და ქუთაისს შორის მონაკვეთზე ჩამთვლიმა, უცებ ვგრძნობ, რომ ამ მომენტში ჩემთვის
დრო არ არსებობს, რომ მე დროში გადავადგილდებოდი მანძილის საშუალებით თუ რაღაც, მოკლედ მაგარი უცნაური განცდა იყო, იმიტომ რომ დამბურძგლა ამის შეგრძნებამ
მანდვე გავიფიქრე, ადამიანი რომ საშინელი სისწრაფით მოძრავ რამეში ჩაჯდეს და გაეშვას, ის უფრო გვიან დაბერდებაო თუ რაღაც ასეთი :?
სიტყვებით კარგად ვერ ავხსენი ეს ყველაფერი, რადგან არც კუსკუსა ვარ და არც ფიზიკოსი, შეგრძნებით ვიცი უფრო რა.
თუ ვინმეს ასეთი რამე გამოგიცდიათ მგზავრობისას ან ამაზე წერთ თემაში, კი მიხვდებით რას ვგულისხმობ მაღლა დაწერილ რებუსში.
აქ რა დამიშავეთ, აქაც დავპოსტავ ამ ჩიტუნებს
This post has been edited by Estrella on 13 Apr 2017, 12:48